ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.
როგორც თავად წერს, იმპულსური ჭამა იშვიათად არის ფიზიოლოგიური შიმშილი. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ნერვული სისტემის რეაქცია მწვავე სტრესულ მდგომარეობაზე, როცა ორგანიზმი ცდილობს სწრაფად შეამციროს დაძაბულობა:
„გშია?
პასუხი თითქმის ყოველთვის ერთია - „არ ვიცი“ და სწორედ ეს „არ ვიცი“ ხსნის ყველაფერს.
შენ ჭამ, მაგრამ ფიზიკურად გშია?
იმპულსური ჭამა იშვიათად არის ფიზიოლოგიური შიმშილი. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ნერვული სისტემის რეაქცია მწვავე სტრესულ მდგომარეობაზე, როცა ორგანიზმი ცდილობს სწრაფად შეამციროს დაძაბულობა.
ასეთ დროს სტრესი აღარ რჩება მხოლოდ ემოციურ გამოცდილებად - ის გადადის ფიზიოლოგიაში: იცვლება ჰორმონული პასუხი, აქტიურდება კორტიზოლის სისტემა და ტვინი იწყებს სწრაფი რეგულაციის გზების ძიებას. ხშირად ეს გზა საკვებია.
ადამიანები ამას შიმშილად აღიქვამენ.
ეს არ არის შიმშილი.
ეს არის იმპულსი.
როცა ჩნდება აზრი- „ახლავე უნდა შევჭამო“, არ ებრძოლო.
უბრალოდ დაარქვი სახელი:
„ეს არის იმპულსი. არა აუცილებლობა“. შემდეგ მოდის პაუზა - დაახლოებით 10–15 წუთი.
ამ დროს არაფერი არ იკრძალება. უბრალოდ ჩნდება სივრცე, სადაც ავტომატური რეაქცია აღარ მართავს ქცევას.
საკმარისია სიჩუმე, წყალი, სუნთქვის შენელება ან გარემოს შეცვლა - როგორც გადართვა ერთი რეჟიმიდან მეორეში.
შემდეგ ერთი დაკვირვება:
ეს შეგრძნება ნელა, სხეულში მზარდად მოდის, თუ სწრაფად ჩნდება და კონკრეტულ საკვებს ითხოვს?
ფიზიკური შიმშილი ნელა იწყება. ის სხეულში თანდათან ძლიერდება. იმპულსი კი სწრაფია. მკვეთრი. კონკრეტული.
ის არ ამბობს „მშია“. ის ამბობს - „ახლავე“ და 15-20 წუთში ხშირად ხდება ერთი და იგივე: იმპულსი სუსტდება. ან ქრება.
თუ შიმშილი რჩება - ჭამე მშვიდად.
თუ არა - ეს არ იყო სხეულის მოთხოვნა.
ორივე შემთხვევაში მთავარი უკვე მოხდა:
შენ აღარ რეაგირებ ავტომატურად.
შენ ირჩევ.
იმპულსური ჭამა არ არის სისუსტე.
ეს არის გადატვირთული ნერვული სისტემის ადაპტაციური პასუხი სტრესზე, დაღლილობაზე, ძილის ნაკლებობაზე და ჩვევებზე.
პაუზა არის ის სივრცე, სადაც ადამიანი პირველად უბრუნდება საკუთარ თავს“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ: