Digest Logo

„ზოგისთვის ოქროს ხანა, ზოგისთვის ილუზიების ჩამოშლის“ - ნინა ხომერიკის პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს კარმული კვანძების ცვლილებაზე

1786978874
ნინა ხომერიკი

2026 წლის 18 აგვისტოს ხდება უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 2028 წლის 26 მარტამდე სრულად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრებისეული გზის ვექტორს, მიზნებსა და განზრახვებს. კარმული კვანძები იცვლიან ღერძს: თევზები-ქალწულის მიმართულებიდან მერწყული-ლომის ღერძზე გადადიან.

რას მოუტანს ეს ტრანზიტი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზი:

♈️ ვერძი:

თქვენთვის, კარმული კვანძების ცვლილება, ასტროლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩრდილოეთ კვანძი გადადის თქვენს მე -11-ე, ხოლო სამხრეთის მე -5-ე სახლებში, რაც დაახლოებით 1,5–2-წლიან ახალი კარმული ციკლის დასაწყისია და ის განსაკუთრებით უკავშირდება მეგობრებს, სოციალურ წრეს, სამომავლო გეგმებს, კარიერულ მიზნებსა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. კვანძების ახალი ღერძი, თქვენგან მოითხოვს, „რა მინდა მე თვითონ“ პრინციპი ნელ-ნელა შეიცვალოს — „მე რას ვქმნი სხვებთან ერთად?“ აზროვნებით.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ​გამოჩნდებიან ისეთი ახალი ადამიანები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად: ახალი მეგობრები, პარტნიორები, კოლეგები ან გავლენიანი ნაცნობები.

2. გელოდებათ პროფესიული და სოციალური წინსვლა, მერწყულში ჩრდილოეთის კვანძი ხელს შეგიწყობთ აქტიურად ჩაებათ თანამედროვე სფეროებში, ტექნოლოგიებში, ინტერნეტში, არასტანდარტულ პროექტებში და განავითაროთ ახალ იდეები. თქვენთვის შეიძლება გაიხსნას ისეთი კარი, სადაც ადრე ვერ ხედავდით შესაძლებლობებს.

3. მოსალოდნელია შეიცვალოს თქვენი წარმოდგენა იმაზე, თუ სად გინდათ იყოთ რამდენიმე წლის შემდეგ. ძველი მიზნების ნაცვლად გაჩნდება უფრო მასშტაბური, საინტერესო მიმართულებები და დიდი გეგმების ჩამოყალიბება.

4. ვერძი, ბუნებით დამოუკიდებელია, მაგრამ ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ იპოვოთ საკუთარი გუნდი, რადგან ყველაფრის მარტო კეთება აუცილებელი არ არის და სწორი გუნდი სწრაფად მიგიყვანთ წარმატებამდე.

5. ბუნებრივად ჩამოიშორებთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც მხოლოდ ჩვევის ან წარსულის გამო ხართ დაკავშირებული, გათავისუფლდებით ძველი სოციალური წრისგან და მის სანაცვლოდ გაჩნდება უფრო თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ზოგიერთმა ურთიერთობამ შეიძლება მოულოდნელად დაკარგოს მნიშვნელობა და მოხდეს მეგობრობის გაფილტვრა. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული ადამიანები თქვენს განვითარებას აღარ შეესაბამებიან.

2. სამხრეთის კვანძი ლომში ამცირებს დამოკიდებულებას მუდმივ აღიარებასა და ყურადღების მოთხოვნილებაზე, რის გამოც შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა: რატომ არ გაფასებენ ისე, როგორც იმსახურებ, თუმცა კარმული გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარი ღირებულება სხვების აპლოდისმენტებზე აღარ უნდა იყოს დამოკიდებული.

3. მოსალოდნელია კონფლიქტი გუნდსა და პირად სურვილებს შორის, შეიძლება გაჩნდეს სიტუაციები, როცა თქვენ მოგინდებათ სწრაფად იმოქმედოთ, მაგრამ ჯგუფს ექნება სხვა გადაწყვეტილება, რის გამოც საჭირო გახდება კომპრომისის პოვნა ისე, რომ არ დაკარგოთ საკუთარი ინდივიდუალურობა.

4. მოხდება ძველი ამბიციების გადაფასება, ზოგი მიზანი, რომლის მიღწევაც ადრე ძალიან გინდოდათ, შეიძლება აღარ მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, რაც თავიდან ეს შეიძლება დანაკარგად აღიქვათ, თუმცა რეალურად უკავშირდებოდეს გზის შეცვლას.

5. გელოდებათ მოულოდნელი ცვლილებები სოციალურ და პროფესიულ გარემოში, მერწყულის ენერგიას ხშირად მოაქვს არასტანდარტული და მოულოდნელი განვითარება. ამიტომ, 2026 წლის აგვისტოდან, თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

სიყვარული: კვანძების ეს ცვლილება, სიყვარულში გასწავლით პირადი სივრცისა და თავისუფლების პატივისცემას. ურთიერთობაში შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ჩვენ ერთმანეთთან იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთი გვინდა, თუ იმიტომ, რომ ერთმანეთისგან რაღაცას ვითხოვთ. თუ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ, მოსალოდნელია ახალი რომანტიკული კავშირები მეგობრების წრიდან, სოციალურ ქსელის დახმარებით, ასევე შესაძლებელია იპოვოთ საინტერესო ადამიანი ჯგუფურ საქმიანობაში ან პროფესიულ გარემოში.

ფინანსები და კარიერა: ახალი ტიპის შემოსავლების წყაროს შექმნის მთავარი შესაძლებლობა უკავშირდება: ტექნოლოგიებს, ონლაინ საქმიანობას, ახალი პროფესიას, ჯგუფურ პროექტებს ან ადამიანებთან თანამშრომლობას. არ არის სასურველი მხოლოდ ძველ მეთოდებზე ჩაჭიდება. კვანძების ახალი ციკლი მოგიწოდებთ, რომ შეიძინოთ ახალი უნარები, შეცვალოთ მიდგომა და გამოიყენოთ თანამედროვე შესაძლებლობები.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს: 2026 წლის 18 აგვისტოდან ვერძისთვის იწყება პერიოდი, როდესაც პირადი ამბიციებიდან გადაერთოთ საერთო მიზნებისკენ, გააკეთოთ რეალური გავლენებისკენ, ახალი ადამიანებისკენ და ეს ენერგიები განსაკუთრებით ძლიერი იქნება 2026 წლის აგვისტოდან 2028 წლის მარტამდე. ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს იმისთვის, რომ იყოთ სხვებთან ერთად, მაგრამ არ იცხოვროთ იმისთვის, რომ მუდმივად მხოლოდ თქვენ იყოთ ყურადღების ცენტრში.

♉️ კურო:

კუროსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ახალი კვანძების ღერძი ააქტიურებს თქვენს მე- 10-ე და მე- 4-ე სახლებს, რაც კარიერასა და ოჯახს, სტატუსსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნას უკავშირდება. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში გიბიძგებთ პროფესიული ზრდისკენ, ახალი მიზნებისკენ და საზოგადოებაში საკუთარი პოზიციის გაძლიერებისკენ, ხოლო სამხრეთის კვანძი, ლომში ითხოვს ძველი ოჯახური ემოციების, მიჯაჭვულობებისა და შინაგანი უსაფრთხოების მოძველებული მოდელებისგან გათავისუფლებას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება იქნება პროფესიული ცხოვრება. კარიერული წინსვლისთვის შეიძლება გაჩნდეს ახალ თანამდებობაზე გადასვლის აუცილებლობა, დაწინაურება, საკუთარი საქმის დაწყება, უფრო მაღალი სტატუსის მიღება, ან ახალი პროფესიული მიმართულების არჩევა. თქვენთვის, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება არასტანდარტული იდეების მიღება და ძველი სამუშაო მეთოდების შეცვლა.

2. ​წარმატება შეიძლება მოვიდეს არა მხოლოდ პირადი ძალისხმევით, არამედ სწორი ადამიანების, გუნდის, მეგობრებისა და პროფესიული ქსელის მეშვეობით. მერწყულის ენერგია გააძლიერებს თანამშრომლობასა და საერთო მიზნებს.

3.​ შესაძლოა თქვენი საქმიანობა უფრო ხილული გახდეს, რაც მოგიტანთ საზოგადოებრივ აღიარებას, ანუ ადამიანს, რომელსაც აქამდე, მხოლოდ ვიწრო წრე იცნობდა, შეიძლება უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.

4. ​სამხრეთის კვანძი ლომში ხელს უწყობს ძველი ოჯახური პრობლემების დასრულებას. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს საცხოვრებლის შეცვლას, რემონტს, არასასურველი ნივთებისგან გათავისუფლებას ან ოჯახურ ურთიერთობებში ძველი წყენების მოშორებას.

5.​ ამ პერიოდში შესაძლოა მიხვდეთ, რომ მხოლოდ მატერიალური სტაბილურობა აღარ არის საკმარისი. გაჩნდება კითხვა: რა მინდა შევქმნა ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას მნიშვნელობას მისცემს და დაალაგებთ ახალ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის და ამის ფონზე შექმნილი დაძაბულობა. შესაძლოა მეტ დროს ითხოვდეს თქვენგან სამსახური, მაშინ როდესაც ოჯახის წევრებს, ასევე სჭირდებათ თქვენი ყურადღება.

2. შესაძლოა ზედაპირზე ამოვიდეს დიდი ხნის დავიწყებული წყენები, მშობლებთან დაკავშირებული საკითხები ან ბავშვობიდან წამოღებული ემოციური დამოკიდებულებები, რაც ძველი ოჯახური წყენების დაბრუნებას გამოიწვევს, თუმცა ეს ყოველთვის არ არის ნეგატიური, რადგან ხშირად სწორედ ეს ყველაფერი, იმისთვის ბრუნდება, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ მსგავსი ენერგიებისგან.

3. მიუხედავად იმისა, რომ კარიერული ზრდის შესაძლებლობა ძლიერია, კვანძები, ხშირად მოულოდნელად გულისხმობს: ხელმძღვანელის, სამსახურის, სამუშაო მიმართულების, პროფესიული მიზნის ან საზოგადოებრივი სტატუსის ცვლილებებსაც, რაც თავიდან კარიერული არასტაბილურობის განცდას გაგიჩენთ.

4. გაითვალისწინეთ, თქვენთვის ამ პერიოდში არსებობს რისკი, რომ წარმატების მიღწევის სურვილმა პირადი ცხოვრება უკანა პლანზე გადაიტანოს. ახალი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს სწორედ ბალანსის პოვნაში და პირადი ცხოვრების ხარჯზე, ნუ ჩაიძირებით კარიერაში.

5.​ სამხრეთის კვანძმა ლომში შეიძლება გაგიჩინოთ სურვილი, რომ ოჯახის წევრების ან ახლობლების მხრივ, მუდმივად მოხდეს თქვენი მნიშვნელობის აღიარება. აუცილებელია გათავისუფლდეთ სიამაყისგან და ისწავლოთ, რომ ღირებული ხართ მაშინაც კი, როცა სხვები ამას არ ამბობენ ხმამაღლა.

სიყვარული და ოჯახი: კუროსთვის 2026 წლის აგვისტოდან ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ოჯახური მოდელების გადახედვა. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, შეიძლება დადგეს: ერთად ცხოვრების, საცხოვრებლის შეცვლის, ოჯახის შექმნის ან ოჯახური პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხი. ასევე ზოგიერთის ურთიერთობაში მოსალოდნელია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ძველი პრობლემებთან დაბრუნდება, ხოლო თუ ჯერ კიდევ თქვენი მეორე ნახევრის ძიებაში იმყოფებით, შეიძლება გაჩნდეს ახალი კავშირი, კარიერული ან საზოგადოებრივი საქმიანობის ფონზე.

ფინანსები: ფინანსურად ეს პერიოდი უფრო მეტად კარიერული შემოსავლების ზრდას უკავშირდება, ვიდრე სწრაფ და შემთხვევით მოგებებს. მატერიალური ზრდისთვის კარგი იქნება: პროფესიული განვითარება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, საკუთარი საქმის გაფართოება, გავლენიან ადამიანებთან თანამშრომლობა, გრძელვადიანი ფინანსური მიზნების შექმნა. ნუ გარისკავთ საკუთარი კარიერით და არ გაიმეოროთ სხვების ნაბიჯები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავის დროზე ამ ნაბიჯებმა წარმატება მოუტანა.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს: 2026 წლის აგვისტოდან 2028 წლის მარტამდე კუროსთვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება: ძველი ოჯახური ტვირთის გაშვება, პროფესიული მიმართულებების გაძლიერება, ახალი სტატუსის შექმნა, პირადი და კარიერული ცხოვრების დაბალანსება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: კურო ამ კვანძების ცვლილებით ერთ-ერთი გამოკვეთილად აქტივირებული ნიშანია, ამიტომ, ეს პერიოდი შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად შესამჩნევი აღმოჩნდეს — განსაკუთრებით კარიერისა და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებში. გახსოვდეთ, უსაფრთხოება არა მხოლოდ სახლს და ნაცნობ გარემოს, არამედ ამ სამყაროში საკუთარი ადგილის შექმნას უკავშირდება.

♊️ ტყუპები:

საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი ეწყება ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს. ჩრდილოეთის კვანძი გადადის მე -9-ე ხოლო სამხრეთის მე- 3-ე ასტროლოგიურ სახლებში და ეს პერიოდი განსაკუთრებით უკავშირდება განათლებას, მოგზაურობას, მსოფლმხედველობას, პროფესიულ განვითარებას, ახალი ადამიანებისა და გარემოს შემოსვლას თქვენს ცხოვრებაში, ასევე ახალი ჰორიზონტების ათვისებას, ძველი ემოციური და პირადი მოდელებიდან, უფრო ფართო ხედვაზე გადასვლას და ახალი გამოცდილებების მიღებას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ცოდნისა და განათლების გაფართოებას, გაგიჩნდებათ ახალი პროფესიის, უცხო ენის, კვალიფიკაციის ან სრულიად ახალი სფეროს შესწავლის სურვილი. კარგი პერიოდია სწავლის დაწყებისთვის. 

2. შესაძლებელია დაამყაროთ მნიშვნელოვანი კავშირი უცხოეთთან, დაგეგმოთ მოგზაურობები, უცხოელ ადამიანებთან თანამშრომლობა, მოგეცემათ საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის შესაძლებლობა.

3. შეძლებთ გათავისუფლდეთ ძველი შეხედულებებისგან და გააფართოოთ თქვენი მსოფლმხედველობა. ის რაც ადრე „შეუძლებლად“ მიგაჩნდათ, ახლა რეალურ შესაძლებლობად იქცევა.

4. კარიერული მიმართულების შეცვლა და ახალი ცოდნის მიღება პირდაპირ გახდება პროფესიული წინსვლის საფუძველი. განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს სფერო, სადაც საჭიროა კომუნიკაცია, ინფორმაციის გავრცელება, სწავლება, მედია ან ტექნოლოგიები.

5. გამოჩნდებიან ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანები, ვისი დახმარებითაც შეიცვლება თქვენი ინტერესები, მაგალითად: მასწავლებელი, მენტორი, უცხოელი პარტნიორი ან ადამიანი, რომელიც ახალი შესაძლებლობის კარს გაგიხსნით.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ​იგრძნობთ ზედმეტ გაფანტულობას, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსალოდნელია ერთდროულად გამოჩნდეს ბევრი ახალი შესაძლებლობა. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ყველაფრის დაწყება მოინდომოთ ერთმანეთის პარალელურად და საბოლოოდ არც ერთი მიმართულება ბოლომდე არ მიიყვანოთ.

2. ​ზოგიერთი თქვენგანისთვის რთული იქნება იმ ადამიანებთან ან იდეებთან დაშორება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენი ცხოვრების ნაწილი იყო, რამაც შეიძლება გაგიჩინოთ ძველი შეხედულებებისა და ურთიერთობების დაკარგვის შიში.

3.​ შესაძლოა ზედმეტმა ოპტიმიზმმა და გადაჭარბებულმა დაპირებებმა, გაიძულოთ საკუთარ თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ მათი შესრულება.

4.​ თქვენი კარმული გაკვეთილი გულისხმობს გააცნობიეროთ, რომ მუდმივად მართალი ყოფნა აუცილებელი არ არის. ახალი ცოდნის მისაღებად საჭიროა მოსმენისა და საკუთარი აზრის შეცვლის უნარის გამომუშავება. კონფლიქტი „მე ვიცი“ პოზიციიდან მოდის.

5. მოსალოდნელია დაუგეგმავი ცვლილებები, მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს მოგზაურობასთან, სწავლასთან, დოკუმენტებთან ან პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების დროს დეტალების გადამოწმება.

სიყვარული: მთავარი ცვლილებები ურთიერთობებში შეიძლება ადამიანებთან საერთო მსოფლმხედველობის ძიებას უკავშირდებოდეს. ნაკლებად დაგაკმაყოფილებთ, მხოლოდ ემოციური მიზიდულობა, უფრო მნიშვნელოვანი გახდება პარტნიორტან კომუნიკაცია, განვითარება და საერთო მომავლის შექმნა. თუ არსებულ ურთიერთობებში ჭარბობს მოძველებული შეხედულებები, 2026 წლის მეორე ნახევრიდან შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, ხედავთ თუ არა ამ ადამიანს თქვენ მომავალში, თუ ის მხოლოდ თქვენს წარსულს უკავშირდება.

ფინანსები და სამუშაო: ფინანსურად კარგ შედეგებს მოგიტანთ ცოდნის მონეტიზაცია — სწავლება, კონსულტაცია, კომუნიკაცია, ონლაინ საქმიანობა, უცხოური კავშირები ან ახალი პროფესიული უნარები, თუმცა მხოლოდ ენთუზიაზმით არ ღირს დიდი ფინანსური ნაბიჯების გადადგმა, საჭიროა ჯერ შეაგროვეთ ინფორმაცია, შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს: არ შემოიფარგლო იმით, რაც უკვე იცით, რადგან 2026 წლის 18 აგვისტოდან თქვენთვის იწყება პერიოდი, როდესაც ცხოვრება გიბიძგებთ ახალი ცოდნის, ახალი სამყაროს, ახალი ადამიანებისა და ახალი მიმართულებებისკენ. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში უფრო ფართო, კოლექტიურ და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას აძლიერებს, ხოლო სამხრეთის კვანძი ლომში გვთხოვს ზედმეტი ეგოსა და მუდმივი აღიარების მოთხოვნილებისგან გათავისუფლებას. ყველაზე ძლიერი პერიოდი გექნებათ: 2026 წლის აგვისტოდან 2027 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ის მოვლენები, რომელიც დაუკავშირდება სწავლას, უცხოეთს, მოგზაურობას, იურიდიულ საკითხებს, პროფესიულ განვითარებას ან ცხოვრებისეული მიმართულების შეცვლას.

♋️ კირჩხიბი:

18 აგვისტოს კარმული კვანძების ცვლილება თქვენთვის, განსაკუთრებით ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებულ თემებს ააქტიურებს, რადგან ჩრდილოეთის კვანძი გადადის თქვენს ასრტოლოგიურ მე -8-ე, ხოლო, სამხრეთის მე- 2-ე სახლებში და ააქტიურებს საერთო ფინანსებს, ვალებს, კრედიტებს, ინვესტიციებს, პარტნიორის ფულს, მემკვიდრეობასა და ფინანსურ პარტნიორობას, ხოლო სამხრეთის კვანძი გიბიძგებთ გადახედოთ საკუთარ შემოსავლებს, ხარჯვის ჩვევებსა და თვითღირებულებას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ფინანსური შესაძლებლობების ზრდას, შეიძლება გაჩნდეს ახალი ფინანსური წყარო, განსაკუთრებით პარტნიორობის, ერთობლივი საქმის ან სხვა ადამიანის რესურსების მეშვეობით.

2. კარგი პერიოდია ისეთი ადამიანების პოვნისთვის, რომლებთან ერთადაც უფრო დიდი ფინანსური ან პროფესიული პროექტის განხორციელებას შეძლებთ, გელოდებათ მომგებიანი თანამშრომლობა.

3. შეძლებთ გათავისუფლდეთ ძველი ვალდებულებებისგან, საქმეების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე გადასვლა და ფინანსური ვალდებულებების მოწესრიგება.

4. საჭიროა შეიმუშავოთ ფინანსებთან ახალი მიდგომა, რადგან ძველი მეთოდებით, ფულის მართვა აღარ იქნება საკმარისი. სარგებლის მომტანი იქნება ახალი ტექნოლოგიები, ონლაინშემოსავალი, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები ან არასტანდარტული თანამშრომლობა.

5. ეს პერიოდი, ზედაპირულ კავშირებზე მეტად თქვენგან მეტ ნდობასა და გულწრფელობას მოითხოვს. პარტნიორთან შეიძლება დაიწყოთ მნიშვნელოვანი საუბრები ფულზე, საერთო გეგმებსა და მომავალზე, რაც მეტად გააღრმავებს ამ ურთიერთობებს.

უარყოფითი ტენდენციების კუთხით:

1. სამხრეთის კვანძმა ლომში შეიძლება გამოავლინოს ხარჯვის ისეთი ჩვევები, რომელიც მოგცემთ ემოციურ კომფორტს, მაგრამ ფინანსურად არ იქნება გამართლებული. სწორედ ამიტომ, უმჯობესია გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს და გაუმკლავდეთ ფულის სწრაფად ხარჯვის ცდუნებას.

2. შეიძლება საჭირო გახდეს გადახედოთ იმ მიდგომას, რომელიც - „მე ყველაფერი თავად უნდა შევძლო“-ს უკავშირდება, ისწავლეთ დახმარების მიღება ან რესურსების გაზიარება. სიამაყემ არ უნდა შეგიშალოთ ხელი კარგი შესაძლებლობის მიღებაში.

3. საერთო ფინანსებმა და ინტიმურმა ურთიერთობებმა, შეიძლება გამოაჩინოს ისეთი საკითხები, რომლებიც ადრე დამალული იყო: ვინ რამდენს დებს ურთიერთობაში, ვინ აკონტროლებს ფულს და რამდენად სამართლიანად ნაწილდება პასუხისმგებლობა.

4. ერთობლივ ფინანსურ შეთანხმებებში, აუცილებელია პირობების დეტალურად წაკითხვა. თქვენთვის, ამ ციკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა — არ იჩქაროთ ფინანსური ვალდებულების აღება მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებლობა მიმზიდველად გამოიყურებოდეს, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე კონტრაქტებში.

სიყვარული: ურთიერთობებში მთავარი სიტყვა იქნება ნდობა. თუ ურთიერთობა სერიოზულია, შეიძლება დაიწყოს საუბარი: საერთო ფინანსებზე, ერთად ცხოვრებაზე, ქონებაზე, მომავალ გეგმებზე, პასუხისმგებლობების განაწილებაზე. თუ კავშირი მხოლოდ ემოციურ მიჯაჭვულობაზეა აგებული, კარმულმა პერიოდმა შეიძლება გამოაჩინოს მისი სუსტი მხარეები.

დადებით შემთხვევაში: ურთიერთობა უფრო ღრმა და სერიოზული გახდება. უარყოფით შემთხვევაში: ეჭვიანობა, ფინანსური კონტროლი ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყება.

კარიერა და ფული: თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ხდება სხვა ადამიანებთან ერთად შექმნილი ფინანსური შესაძლებლობები. ეს შეიძლება იყოს პარტნიორობა, ინვესტიცია, ერთობლივი ბიზნესი, საკომისიო, დაფინანსება ან პარტნიორის შემოსავალთან დაკავშირებული ცვლილება.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს: 2026 წლის 18 აგვისტოდან, 2028 წლის მარტამდე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ისწავლოთ რესურსების სწორად გაზიარება, ნდობა, ფინანსური სტრატეგიების შეცვლა და პარტნიორულ ურთიერთობებში უფრო თანაბარი ძალთა ბალანსის შექმნა. გახსოვდეთ, თქვენი უსაფრთხოება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რაც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალი მიდგომა მდგომარეობს, სწორ პარტნიორობაში, საერთო რესურსებისა და გონივრული ფინანსური სტრატეგიების შემუშავებაში და რადგან უკვე გავიარეთ 12 აგვისტოს ლომში მზის დაბნელება, 18 აგვისტოს კვანძების გადასვლა ამ ფინანსურ თემას განსაკუთრებით გააძლიერებს და ამ პერიოდში დაწყებული ცვლილება 1.5-წლიან კარმულ პროცესად გადაიქცევა.

♌️ ლომი:

თქვენთვის კარმული კვანძების ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სამხრეთის კვანძი სწორედ ლომის ნიშანში გადადის, ხოლო ჩრდილოეთის — მერწყულში. ასტროლოგიურად, ეს პერიოდი გიბიგძგებთ გათავისუფლდეთ ძველი პიროვნული იდენტობის, ეგოსა და თვითდამკვიდრების ზოგიერთი ფორმისგან და უფრო ღრმა, თანასწორი ურთიერთობებისკენ წახვიდეთ. მთავარი კარმული თემა ლომებისთვის არის „მე“ და „ჩვენ“. სამხრეთის კვანძი ლომში გულისხმობს, რომ გარკვეული ძველი ქცევები უნდა დასრულდეს, ხოლო ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში ახალი წესების შექმნას მოითხოვს ურთიერთობებში.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1.​მნიშვნელოვანი ურთიერთობის დაწყებას ან გაღრმავებას, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორობა იქნება. შესაძლებელია გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. უკვე არსებულ ურთიერთობაში კი შეიძლება გაჩნდეს სურვილი, რომ კავშირი უფრო სერიოზულ დონეზე გადავიდეს.

2. თუ ურთიერთობა მყარ საფუძველზე დგას, 2026 წლის მეორე ნახევრიდან 2027 წლის განმავლობაში შეიძლება დადგეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ეტაპი, რაც ერთად ცხოვრებას, ქორწინებას, საერთო ბიზნესს ან სხვა სახის ოფიციალურ პარტნიორობას უკავშირდება.

3. კარმული კვანძები გასწავლით, რომ წარმატება მხოლოდ საკუთარი ძალებით არ მიიღწევა, სწორი პარტნიორი შეიძლება გახდეს დიდი მხარდაჭერის წყარო.

4. სამხრეთის კვანძი ლომში ძველი „მე“-სგან გათავისუფლებას უწყობს ხელს. შეიძლება შეიცვალოთ ჩაცმის სტილი, ცხოვრების მიზნები, თვითგამოხატვის ფორმა, იმიჯი ან ის, თუ როგორ გსურთ, რომ სხვებმა დაგინახონ.

5. მერწყულის გავლენა აძლიერებს განსხვავებული აზროვნების ადამიანებთან ურთიერთობას. შეიძლება გაჩნდნენ ახალი მეგობრები, კოლეგები ან პარტნიორები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ სამყაროს გაგაცნობენ, შეიძენთ ახალ სოციალურ წრეს.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ყველა კავშირი, რომელიც მხოლოდ ჩვევაზე, კონტროლზე ან ემოციურ დამოკიდებულებაზეა აგებული, შეიძლება სერიოზული გამოცდს წინაშე დადგეს. ზოგიერთ შემთხვევაში, კარმული კვანძები დაშორებასაც მოიტანს, თუ ურთიერთობა უკვე ამოწურულია.

2. ლომისთვის, ერთ-ერთი ყველაზე რთული გაკვეთილი შეიძლება იყოს მუდმივი ყურადღების, აღიარებისა და მოწონების მოთხოვნილების შემცირება. სამხრეთის კვანძი ლომში სწორედ ზედმეტი ეგოსა და თვითცენტრირებული ქცევებისგან გათავისუფლებას უკავშირდება.

3. შეიძლება პერიოდულად გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ სხვები აღარ გაძლევენ იმ ყურადღებას, რასაც ადრე იღებდით, რაც შეიძლება უსიამოვნო იყოს თქვენთვის, მაგრამ სწორედ აქ არის კარმული გაკვეთილი — საკუთარი ღირებულება მხოლოდ სხვის აღიარებაზე არ ააგოთ. უნდა აჯობოთ იმ განცდას, რომელიც მე საკმარისად არ ვარ დაფასებულს გულისხმობს.

4. ურთიერთობაში შესაძლებელია მოულოდნელად შეიცვალოს წესები: ვინ რას აკეთებს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რამდენი თავისუფლება აქვს თითოეულ ადამიანს.

5. ზოგიერთ ლომს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ რაც ადრე ძალიან უნდოდა, ახლა მის მიმართ დაკარგოს ინტერესი, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი ეს ჩაითვალოთ უარყოფითი მოვლენად, რადგან ხშირად ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი ცხოვრებისეული მიზანი უკვე ამოწურულია და მოხდება ძველი მიზნების ახლით ჩანაცვლება.

სიყვარული: ლომებს განსაკუთრებით ძლიერი პერიოდი აქვთ. კვანძების ცვლილება ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტია. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ტიპის პარტნიორისგან ძალიან განსხვავებული იქნება. იგრძნობთ ძლიერ მიზიდულობას, მაგრამ ურთიერთობის სწორი განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ ვნებას, არამედ ნდობას, მეგობრობასა და თანასწორობას. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, მაშინ გაჩნდება კითხვა: „ჩვენ ერთად ვითარდებით, თუ მხოლოდ ერთმანეთისგან ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება“, ჯანსაღი ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, ხოლო პრობლემური კავშირები — გამოავლენს თავის რეალურ სახეს.

კარიერა და ფული: კვანძების ცვლილება თქვენთვის პირველ რიგში ურთიერთობებზეა ორიენტირებული, მაგრამ პარტნიორობის საშუალებით კარიერაზეც იმოქმედებს. შესაძლებელია გამოჩნდნენ ახალი საქმიანი პარტნიორები, ახალი კლიენტები, კონტრაქტები, მოსალოდნელია თანამშრომლობა უცხოელებთან ან ტექნოლოგიურ სფეროსთან, აქტუალური ხდება ისეთი პროექტები, სადაც მარტო კი არა, გუნდთან ერთად მუშაობა მოგიწევთ. მთავარია, ყველაფერი საკუთარ თავზე არ აიღოთ.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს: გახსოვდეთ მომავალი 1.5-წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა დიდი ენერგია და ძალა, როდესაც შეძლებთ სხვასთან ერთად შექმნა რაღაც უფრო დიდი, ამიტომ, ლომებმა უნდა შეამციროთ დამტკიცების, კონტროლისა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილება და უფრო მეტად ისწავლოთ პარტნიორობა, მოსმენა, ნდობა და თანასწორობა. ყველაზე დადებითი სცენარით მოსალოდნელია: მნიშვნელოვანი და ბედის შემცვლელი პარტნიორის პოვნა. ყველაზე რთული სცენარით მოსალოდნელია: ძველი ურთიერთობის ან ძველი პიროვნული იმიჯის დანგრევა. ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება: ისეთი ადამიანების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც დაგეხმარებიან საკუთარი თავი ახალი თვალით დაინახოთ და თქვენი თავის უკეთესი ვერსია შექმნათ.

♍️ ქალწული:

კარმული კვანძების ცვლილება ქალწულებისთვის ააქტიურებს ყოველდღიურ ცხოვრების, ჯანმრთელობის, სამუშაოს, შინაგან სამყაროსა და ძველი ფსიქოლოგიური ტვირთისგან გათავისუფლების საკითხებს. ჩრდილოეთის კვანძი გადადის ასტორლოგიურ მე-6-ე სახლში, რაც ყოველდღიურ სამუშაოს, რეჟიმს, ჯანმრთელობის ჩვევებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს, ხოლო სამხრეთის კვანძი მე -12-ე სექტორში, რომელიც გაჩვენებთ, რომ დადგა დრო დატოვოთ წარსულში: ძველი შიშები, შინაგანი დაძაბულობა, გადაჭარბებული თვითკრიტიკა, ფარული წყენები და ის ჩვევები, რაც გართმევდათ ენერგიას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს თქვენი ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. წინ გელოდებათ ახალი მოვალეობები, სამსახური, პროექტები ან განახლებული სამუშაო მეთოდებით დაიწყებთ მუშაობას, რაც ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. განსაკუთრებით კარგი პერიოდია ისეთი საქმისთვის, სადაც საჭიროა ორგანიზებულობა, ანალიზი, მომსახურება, ტექნოლოგიები ან ადამიანების დახმარება.

2. მოგეცემათ შესაძლებლობა, საბოლოოდ მოაწესრიგოს ის, რაც დიდი ხანია ქაოსშია, დაალაგოთ თქვენი ცხოვრების რეჟიმი; სამუშაო გრაფიკი; ყოველდღიური რუტინა; კვების ჩვევები; იპოვოთ ბალანსი დასვენებასა და სამსახურს შორის. შეძლებთ დროის მართვას, შეამცირებთ არასაჭირო საქმეების რაოდენობას, ანუ სწორედ ყოველდღიური ჩვევების გადახედვა ხდება ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი ზრდის მიმართულება.

3. ამ პერიოდში საჭიროა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ჯანმრთელობის მიმართ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს აუცილებლად ჯანმრთელობის პრობლემებს. პირიქით — კარგი პერიოდია პრევენციული ზრუნვისა და ჯანსაღი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მცირე ყოველდღიური ცვლილებები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთჯერადი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.

4. სამხრეთის კვანძმა ლომში შეიძლება ზედაპირზე ამოიტანოს ძველი ემოციები და შიშები, რათა მათთან შეძლოთ მუშაობა. ეს არის შინაგანი გათავისუფლების პერიოდი, რა დროსაც შეძლებთ ისეთი საკითხების გაცნობიერებას, რომელიც აქამდე არ გინდოდათ დაგენახათ.

5. თუ უარს იტყვით ყველაფრის იდეალურად გაკეთების მოთხოვნაზე, დაიბრუნებთ შინაგან სიმშვიდეს. ამ 1,5 წლის მთავარი გზავნილია, რომ არ არის საჭირო ყველაფერი იყოს იდეალურად, იმისათვის რომ ცხოვრება კარგად დაგილაგდეთ.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ და ყველასთან რაღაც არის თქვენი მოსაგვარებელი. აქ მთავარი საფრთხე მდგომარეობს სხვისი პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებაში, სხვებზე ზრუნვისას, არ დაივიწყოთ საკუთარი საჭიროებები, რასაც მოაქვს ფსიქო-ემოციური და ფიზიკური გადაღლა.

2. რაც ამ ნიშანს ახასიათებს არის ზედმეტი თვითკრიტიკა, ეს უკეთ უნდა გამეკეთებინა, რატომ ვერ მოვასწარი“, სხვები ჩემზე უკეთ აკეთებენ — შესაძლოა გაძლიერდეს მსგავსი შინაგანი დიალოგი, მაგრამ არ პერიოდის კარმული გაკვეთილი სწორედ იმას, გულისხმობს, რომ საკუთარი თავის მუდმივ კრიტიკას არ მოაქვს პროდუქტიულობა.

3. ზოგიერთი თქვენთაგანის ცხოვრებაში შესაძლებელია დაბრუნდეს წარსული ემოციები, ძველი ურთიერთობები, წყენები ან თავი გაგახსენოთ წარსულში განცდილმა იმედგაცრუებამ. თუმცა, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ან სიტუაცია უნდა დაბრუნდეს, ხშირად ეს არის შესაძლებლობა, ემოციურად საბოლოოდ გათავისუფლდეთ წარსულისგან.

4. შესაძლებელია იგრძნოთ ენერგიის პერიოდული დაცემა, რადგან, როდესაც ადამიანი ძალიან დიდხანს ცხოვრობს სტრესის რეჟიმში, კვანძების ეს ციკლი, აიძულებს მას შეანელოს ტემპი და მოუსმინოს საკუთარ სხეულს, ამიტომ თქვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად დასვენება.

სიყვარული: სიყვარულში ეს ტრანზიტი უფრო შინაგანი ცვლილებების მომტანია, ვიდრე გარეგნული დრამების. შეიძლება საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: ეს ურთიერთობა ნამდვილად მაძლიერებს თუ მხოლოდ მღლის, თუ ურთიერთობაში მუდმივად თქვენ ხართ მზრუნველი, მომგვარებელი და პასუხისმგებელი, შეიძლება გაგიჩნდეთ ბალანსის აღდგენის სურვილი. მარტოხელა ქალწულებისთვის ახალი ნაცნობობა შეიძლება მოვიდეს სამუშაოს, ყოველდღიური საქმიანობის ან პროფესიული გარემოს დახმარებით.

ფინანსები: ფინანსურად ეს არ არის მხოლოდ „მოულოდნელი დიდი ფულის“ პერიოდი. უფრო მნიშვნელოვანია სტაბილური ფინანსური სისტემის შექმნა. დადებითი კუთხით მოაქვს: შემოსავლის სტაბილიზაცია; პროფესიული უნარის მონეტიზაცია, სამუშაოს გაუმჯობესება, ხარჯების უფრო გონივრული მართვა.

უარყოფითი კუთხით: დატვირთული სამუშაო გრაფიკი ზედმეტი ფინანსების გამო, საკუთარი შრომის დაუფასებლობა და მუდმივად ფინანსების არ ქონის შიში. თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს: 2026 წლის აგვისტოდან 2028 წლის მარტამდე ქალწული სწავლობს, როგორ შექმნას ისეთი ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც არა მხოლოდ სხვებს, არამედ მასაც ემსახურება. გახსოვდეთ, რომ ყველას დახმარება თქვენი ვალდებულება არ არის. ის ძველი მოდელი, რომელიც გულისხმობდა, ჯერ ყველას საქმის მოგვარებას და მერე საკუთარ თავის მიხედვას, უნდა ჩანაცვლდეს, ახალი აზროვნებით, რომ თქვენი ჯანმრთელობა, ენერგია და სიმშვიდე თქვენი ცხოვრების საფუძველია, ამიტომ ქალწულებისთვის ამ კვანძების ცვლილების ყველაზე დიდი დადებითი საჩუქარი შეიძლება გახდეს ცხოვრების მოწესრიგება, პროფესიული უნარების გაძლიერება და შინაგანი სიმშვიდის დაბრუნება; ყველაზე დიდი გამოწვევა კი — გადაღლის, პერფექციონიზმისა და ზედმეტი თვითკრიტიკისგან გათავისუფლება. განსაკუთრებით საინტერესო იქნება 2026 წლის 28 აგვისტოს თევზებში მთვარის დაბნელებაც, რადგან ის ქალწული–თევზების ღერძს გააქტიურებს და ქალწულებისთვის ურთიერთობებისა და პირადი საზღვრების თემას დამატებით გამოკვეთს.

♎ სასწორი:

სასწორებისთვის კარმული კვანძების ცვლილება საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ციკლის დასაწყისია. ჩრდილოეთის კვანძი გადადის ასტორლოგიურ მე-5-ე, ხოლო სამხრეთის კვანძი მე- 11-ე სექტორში, რომელიც განსაკუთრებით ეხება სიყვარულს, შემოქმედებას, შვილებს, მეგობრებს, სოციალურ წრესა და პირად ბედნიერებას და თქვენთვის მთავარი მიმართულებები უკავშირდება საკუთარ ბედნიერებას, სიყვარულს, მეგობრებს და მოლოდინებს.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. სიყვარულში ეს არის ახალი შესაძლებლობების პერიოდი, ვინაიდან ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში სასწორისთვის აძლიერებს რომანტიკულ სფეროს. მარტოხელა სასწორები შეძლებენ იპოვონ ისეთი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც თავიდან მეგობრობას ან საინტერესო საუბარს დაემსგავსება, მაგრამ შემდეგ უფრო ღრმა გრძნობებში გადაიზრდება. არსებულ ურთიერთობაში მოსალოდნელია დაბრუნდეს სიხარული, რომანტიკა და ერთმანეთთან დროის გატარების სურვილი.

2. თუ დიდი ხანია გაქვთ იდეა, ჰობი ან შემოქმედებითი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვერ ბედავდით, 2026 წლის მეორე ნახევრიდან მისი რეალიზების სურვილი შეიძლება გაძლიერდეს. განსაკუთრებით კარგი პერიოდია საკუთარი ნიჭის საჯაროდ წარმოჩენისა და თქვენი შემოქმედებითად გააქტიურებისათვის.

3. იმ სასწორებს, ვისაც უკვე ჰყავთ შვილები, შესაძლებელია გააქტიურდეს - განვითარებასთან, განათლებასთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან ან ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებული თემაბი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პერიოდი შეიძლება ნიშნავდეს შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ახალ დასაწყისს.

4. ბევრ თქვენთგანს, შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ ცხოვრება მხოლოდ მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისგან აღარ შედგებოდეს. ეს არის პერიოდი, როცა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: რა გახარებთ თქვენ, ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში სიამოვნების, სიყვარულისა და საკუთარი ინტერესებისთვის დროის გამოყოფისკენ გიბიძგებთ.

5. სამხრეთის კვანძი ლომში გაჩვენებთ, რომ ყველასთან მეგობრობა და ყველა სოციალური კავშირი აღარ არის აუცილებელი. შესაძლოა ზოგიერთი ძველი ნაცნობი ბუნებრივად ჩამოგშორდეთ, ხოლო მის ნაცვლად მოვიდნენ ახალი ადამიანები, ვისთანაც უფრო თავისუფლად და გულწრფელად იგრძნობთ თავს.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ძველი მეგობრობის დასრულებას, განსაკუთრებით იმ ურთიერთობებს, სადაც თქვენ მუდმივად ხართ შუამავალი, მომრიგებელი ან ყველას მოსაწონი ადამიანი. ეს პროცესი შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ხშირად გათავისუფლების ფუნქცია აქვს. ამ ციკლში სწორედ იმ მეგობრობებისა და ჯგუფური როლების გადახედვას იწყებთ, რომლებიც უკვე აღარ მუშაობს.

2. ​გათავისუფლებას ისეთი ჩვევისგან, რომელიც ყველას უნდა მოვეწონოს გულისხმობს. სასწორისთვის ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე რთული კარმული გაკვეთილი იყოს და მიხვდებით, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ძალიან ხშირად თმობდით საკუთარ სურვილებს.

3. ძლიერდება სიყვარულის სფერო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ახალი გატაცება აუცილებლად ბედისწერაა. შეიძლება გაჩნდეს ძლიერი მიზიდულობა, თუმცა საჭიროა რეალობის შემოწმება — ხომ არ ხედავთ ადამიანში იმას, რისი დანახვაც თავად გინდათ.

4. ზოგიერთ სასწორს შეიძლება შეექმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც მეგობრებსა და სიყვარულს შორის მოუწიოს არჩევანის გაკეთება, რადგან პარტნიორის სურვილები არ დაემთხვეს მეგობრების ან ჯგუფის ინტერესებს და კარმული გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ არ დაკარგოთ არც პარტნიორი, არც მეგობრები, არც საკუთარი თავი და ამავდროულად შეძლოთ შეინარჩუნოთ სიყვარული.

5. სამხრეთის კვანძმა ლომში შეიძლება გამოავლინოს სხვებისგან აღიარების მოთხოვნილების სურვილი, ყველაზე მეტად დაფასებულად, სასურველ ან გავლენიან ადამიანად იგრძნოთ თავი, თუმცა, ამ ციკლის მთავარი მიზანი მდგომარეობს თქვენი ავთენტურობის და არა პოპულარობის წარმოჩენაში.

სიყვარული:

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. მარტოხელა სასწორებმა შესაძლებელია დაიწყონ ახალი რომანტიკული ურთიერთობა, ისეთ ადამიანთან, რომელიც თავიდან მეგობრად, კოლეგად ან საერთო ინტერესების მქონე პიროვნებათ აღიქმება. იმ სასწორებს, ვისაც უკვე აქვს ურთიერთობები, მოიმატებს რომანტიკა და ემოციური სიახლოვე, თუმცა, თუ კავშირი მყარი არ არის და მხოლოდ სხვის მოწონების სურვილზეა აგებული, მკაფიოდ გამოვლინდება მისი სუსტი მხარეებიც. 2026 წლის აგვისტოს, დაბნელებების ფონიც ამ თემებს გააძლიერებს: 12 აგვისტოს ლომში, მზის დაბნელება უკვე შეეხო მეგობრობისა და სოციალური კავშირების თემებს, ხოლო 28 აგვისტოს თევზებში, მთვარის დაბნელება სხვა ცხოვრებისეულ სფეროებს გააქტიურებს.

ფინანსები და კარიერა:

კვანძების ღერძის ცვლილება თქვენს ფინანსურ სფეროს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა, არის იმის შესაძლებლობა, რომ თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციოთ. ამ პერიოდში განსაკუთრებით საინტერესო იქნება: საკუთარი ნიჭის კომერციალიზაცია; შემოქმედებითი პროექტების დაწყება ან ჩართვა, ონლაინ საქმიანობა, ახალი აუდიტორიის მოზიდვა, მეგობრების ან ნაცნობების საშუალებით მიღებული პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება. ამავდროულად, საჭიროა შეამციროთ ხარჯები თქვენს გართობაზე, სიამოვნებასა და იმიჯზე.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

2026 წლის 18 აგვისტოდან იწყება პერიოდი, როცა სასწორმა უნდა ისწავლოს, რომ ბედნიერება არ მოაქვს იმ როლს, როდესაც ცდილობს იყოს ყველას მოსაწონი. ძველი აზროვნების მოდელი: რა უნდათ ჩემგან მეგობრებს, რას ელიან ჩემგან სხვები, უნდა ჩანაცვლდეს: რა მინდა მე და რა მაბედნიერებს ნამდვილად მოდელით.
ყველაზე დიდი და დადებითი შესაძლებლობები უკავშირდება: სიყვარულს, შემოქმედებას, ახალ სოციალური გარემოსა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას.
ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის გულისხმობს, ძველი მეგობრებისა და ადამიანების მოსაწონად, საკუთარი სურვილების დათმობისგან გათავისუფლებაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2026 წლის აგვისტოს ბოლო–სექტემბერი, რადგან კვანძების ცვლილებას, უშუალოდ წინ უსწრებდა ლომში მზის დაბნელება და 28 აგვისტოს, მოდის თევზებში მთვარის დაბნელება, რაც ძალიან სწრაფად გამოკვეთავს სასწორისთვის სოციალური და პირადი ცხოვრების ახალ ეტაპს.

♏ მორიელი:

კარმული კვანძების ცვლილება თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია. ჩრდილოეთის კვანძი გადადის ასტროლოგიურ მე- 4-ე, ხოლო სამხრეთის მე- 10-ე სახლებში, რაც ააქტიურებს სახლს, ოჯახს, საცხოვრებელ ადგილს, კარიერას, სტატუსსა და ცხოვრების მიმართულებებს. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში გიბიძგებთ უფრო მყარი ფესვების შექმნისკენ, ხოლო სამხრეთის კვანძი ლომში ნელ-ნელა აცლის ძალას იმ კარიერულ მიზნებსა და როლებს, რომლებიც უკვე აღარ შეესაბამება თქვენს ნამდვილ სურვილებს.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. საცხოვრებლის შეცვლას ან პირობების გაუმჯობესებას, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. შესაძლებელია: საცხოვრებლის შეცვლა, გადასვლა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში, სახლის რემონტი, უძრავი ქონების საკითხების მოგვარება, ოჯახის გაფართოება, ან უფრო კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ეს პერიოდი უკავშირდება „ფესვების გამყარებას“, სახლსა და ოჯახურ კავშირებზე მეტი ყურადღებისა და აქცენტების გაკეთებას.

2. შეიძლება გაჩნდეს სურვილი, უფრო მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან, აღადგინოთ ძველი კავშირები ან უკეთ გაიგოთ თქვენი ოჯახის ისტორია. ზოგიერთ მორიელთან შეიძლება გააქტიურდეს წინაპრების, ოჯახის წარსულისა და გვარის ისტორიის თემაც, რაც უფრო მეტად გააძლიერებს საგვარეულო კავშირებს.

3. მთავარი დადებითი ცვლილება მხოლოდ ფიზიკური სახლი არ არის. თქვენ შეიძლება დაიწყოთ ისეთი ცხოვრების შექმნა, სადაც შინაგანადაც უფრო დაცულად და მშვიდად იგრძნობთ თავს. ეს არის საკუთარი „უსაფრთხო ადგილის“ პოვნა და სურვილი იქ დაფუძნდეთ, სადაც ნამდვილად კარგად ხართ.

4. მოხდება თქვენი კარიერული პრიორიტეტების გადახედვა და სამხრეთის კვანძი ლომში დაგანახებთ, რომ ზოგიერთი კარიერული მიზანი მხოლოდ სტატუსის, აღიარების ან სხვებისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილით გქონდათ არჩეული. ახლა მიხვდებით, რომ ნებისმიერ ფასად არ ღირს წარმატების მიღწევა, რაც ძალიან დიდ შინაგან თავისუფლებას შეგძენთ.

5. ეს ციკლი შეიძლება გარეგნულად თითქოს „შენელებას“ ჰგავდეს, მაგრამ რეალურად იწყება მზადება შემდეგი დიდი ცხოვრებისეული ეტაპისთვის. ჯერ ფესვები უნდა გამყარდეს, იმისათვის, რომ შემდეგ ახალი მწვერვალის დაპყრობა შეძლოთ.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შეიძლება გარკვეული პერიოდი გაგიჩნდეთ განცდა, რომ ძველი პროფესიული მიზნები აღარ გაკმაყოფილებთ, მაგრამ თავიდან მკაფიოდ ვერ დაინახოთ ახალი მიმართულებები. გახსოვდეთ, რომ ეს გარდამავალი მდგომარეობაა და არა აუცილებელი წარუმატებლობა.

2. სახლთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვდეს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მოგიწიოთ ოჯახის წევრის დახმარება ან მნიშვნელოვანი ოჯახური გადაწყვეტილების მიღება. მოხდება ოჯახური პასუხისმგებლობების ზრდა.

3. შეიძლება დადგეთ კარიერისა თუ ოჯახის არჩევანის წინაშე, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას, მაგრამ ამ ტრანზიტის მთავარი გაკვეთილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი არჩევანის გაკეთება. ამ პერიოდის მთავარი მიზანია შექმნათ ისეთი ცხოვრება, სადაც პროფესიული წარმატება, აღარ გაანადგურებს თქვენს პირად ცხოვრებას.

4. თუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების მხრიდან აღიარების მიღება, შეიძლება პერიოდულად იგრძნოთ, რომ შემცირდება ყურადღება ან სტატუსი, რაც იქნება მტკივნეული, თუმცა სამხრეთის კვანძი მოითხოვს თქვენგან ძველი „ეგო“-ს მოტივებისგან გათავისუფლებას.

5. ასეთ პერიოდში, მოვლენები ყოველთვის პირდაპირი გეგმით არ ვითარდება. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, უფროსი, პროფესიული მიზანი ან ოჯახური გარემო, ამიტომ, 2026–2028 წლებში მოქნილობა მიმდინარე მოვლენების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.

სიყვარული:

მორიელებისთვის ამ პერიოდში სიყვარული შეიძლება უფრო მეტად სახლსა და ოჯახს დაუკავშირდეს, თუ ურთიერთობა მყარ საფუძველზე დგას, შესაძლებელია ერთად საცხოვრებლად გადასვლა, სახლის შეძენა ან მოწყობა; ოჯახის შექმნა, ქორწინების საკითხის გააქტიურება, ოჯახური ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.
თუ ურთიერთობა მხოლოდ კარიერულ მიზნებზე, სტატუსზე ან გარეგნულ წარმატებაზე იყო აგებული, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რეალურად გვაქვს თუ არა საერთო სახლი და საერთო მომავალი.

ფინანსები:

ფინანსურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძრავი ქონება და საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები. შესაძლებელია ფინანსური ხარჯები გამოიწვიოს: ბინის ან სახლის შეძენამ, სარემონტო სამუშაობმა, სხვაგან გადასვლამ ან ოჯახურმა საჭიროებებმა. დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს ხარჯები შეიძლება გრძელვადიან ინვესტიციად აქციოთ.
უარყოფითი მხარე —ქონებასთან ან დიდ ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია არასწორი ემოციური გადაწყვეტილებების მიღება.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

2026 წლის აგვისტოდან მორიელისთვის იწყება პერიოდი, როდესაც საზოგადოებრივი სტატუსისა და კარიერული მიღწევების პარალელურად სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება კითხვა: სად და ვისთან ერთად გინდათ ცხოვრება, გახსოვდეთ წარმატება მხოლოდ ის არ არის, რასაც სხვები ხედავენ. ყველაზე ძლიერი და კარგი შესაძლებლობები უკავშირდება: საკუთარი სახლის, ოჯახის და ცხოვრების მყარი საფუძვლის შექმნას. ამ პერიოდის მთავარი გზავნილია „ფესვები“. ყველაზე დიდი გამოწვევა დაუკავშირდება კარიერული ამბიციებისა და ოჯახური ცხოვრების დაბალანსებასა და ძველი მიზნების გაშვებას. 2026 წლის 12 აგვისტოს ლომში მზის დაბნელებამ უკვე გააქტიურა სწორედ კარიერის, სტატუსისა და პროფესიული მიმართულების ცვლილების თემა, ხოლო კვანძების ახალი ციკლი ამ ცვლილებებს უფრო ხანგრძლივ პროცესში გადაიყვანს. ამ ციკლის მთავარი მესიჯია თქვენთვის: ჯერ შექმენით ადგილი, სადაც თავს ნამდვილად საკუთარ სახლში იგრძნობთ და შემდეგ გადაწყვიტოთ, რომელ მწვერვალზე გინდა ასვლა.

♐მშვილდოსანი:

კარმული კვანძების ცვლილება თქვენთვის განსაკუთრებით გააქტიურებს კომუნიკაციებს, სწავლას, ახლო გარემოსა და სამომავლო მსოფლმხედველობას. ჩრდილოეთის კვანძი ასტროლოგიურ მე -3-ე და სამხრეთის კვანძი მე- 9-ე სახლებში გიბიძგებთ უფრო აქტიური კომუნიკაციებისკენ, ახალი ცოდნისა და ადამიანებთან კავშირებისკენ, ხოლო სამხრეთის კვანძი ლომში ნელ-ნელა გაგათავისუფლებთ ძველი შეხედულებებისგან, გეგმებისა და რწმენებისგან, რომელსაც აღარ აქვს განვითარება. თქვენთვის ეს ციკლი უკავშირდება ძველი გრძელვადიანი გეგმების გადახედვას და ახალი ყოველდღიური კავშირების დალაგებას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ახალი ცოდნისა და უნარების მიღებას. ძალიან კარგი პერიოდია ახალი მიმართულების შესასწავლად — უცხო ენა, ტექნოლოგიები, პროფესიული უნარები, წერა, მარკეტინგი, მედია, ონლაინსაქმიანობა ან ნებისმიერი სფერო, რომელიც კომუნიკაციას უკავშირდება. მშვილდოსნისთვის ცოდნა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა აქცენტი გადადის არა მხოლოდ „დიდ იდეებზე“, არამედ კონკრეტულ ცოდნაზე, რომლის გამოყენებასაც ყოველდღიურად შეგიძლიათ.

2. შეიძლება თქვენმა სიტყვა უფრო მეტი ძალა შეიძინოს. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, სწავლებისთვის, საჯარო გამოსვლებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, წერისთვის და ახალი პროფესიული კონტაქტებისთვის. გაძლიერდება კომუნიკაციების უნარი, მოსალოდნელია ერთი საუბარი ან ერთი შეხვედრა, მომავალში მნიშვნელოვანი შესაძლებლობის დასაწყისი გახდეს.

3. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში მშვილდოსანს უბიძგებს უფრო აქტიურად დაუკავშირდეს სამეზობლოს, ადგილობრივ საზოგადოებას, კოლეგებსა და ახლო სოციალურ წრეს, ახალი ადამიანების გაცნობა შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის.

4. შეიძლება გახშირდეს მგზავრობა, შეხვედრები ან საქმიანი ვიზიტები. ზოგიერთისთვის მოსალოდნელია მოკლე მოგზაურობების გააქტიურება, საცხოვრებელ გარემოსთან ან ყოველდღიურ მარშრუტთან დაკავშირებული ცვლილებებიც.

5. თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება აზროვნების განახლება, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რაღაც, რისიც წლების განმავლობაში გჯეროდათ, უკვე აღარ შეესაბამება თქვენს გამოცდილებას, რაც ცვლილებას კი არა, გონების გათავისუფლებას უკავშირდება.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იქნება ყველაფრის ერთდროულად ცოდნისა და გაკეთების სურვილი. შეიძლება გაჩნდეს ბევრი საუბრები, ბევრი შეხვედრები, უამრავი შეტყობინებები, ჩაებათ რამდენიმე პროექტში, გექნებათ მუდმივი გადაადგილება, რაც გამოიწვევს ინფორმაციულ დატვირთვას. შესაძლოა მოგინდეთ ყოველდღიური გრაფიკის ზედმეტად გადატვირთვა და ამ შემთხვევაში მთავარი რჩევაა — არ იჩქაროთ და ყველაფერი ერთდროულად არ მოითხოვოთ საკუთარი თავისგან.

2. შესაძლოა თქვენი პირდაპირობა ამ პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდეს. სიმართლის თქმა კარგია, მაგრამ ზედმეტად მკვეთრმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ახლობლებთან, თანამშრომლებთან, მეზობლებთან, და-ძმებთან და საქმიანი მოლაპარაკებების დროს, არ ისროლოთ დაუფიქრებელად სიტყვები.

3. სამხრეთის კვანძმა ლომში შეიძლება დაგანახოთ, რომ ზოგიერთი დიდი მიზანი, რომლისკენაც წლების განმავლობაში მიდიოდით, უკვე აღარ გიზიდავთ, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: „მე ამას რატომ ვაკეთებდი საერთოდ“ და დაგეუფლოთ დროებითი იმედგაცრუება, თუმცა სწორედ ამ ემოციებს მოაქვს ძველი გზის დასრულება და ძველი გეგმების ჩამოშლა.

4. მშვილდოსნისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს იმის აღიარება, რომ ახალი ინფორმაცია მის ძველ შეხედულებას ეწინააღმდეგება. კარმული გაკვეთილი გასწავლით, რომ შეიძლება იყოთ მართალი, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდეთ რაღაც ახალი. ნუ იქნებით საკუთარ აზრში ზედმეტად დარწმუნებული.

5. შესაძლებელია მოგინდეთ შედეგების სწრაფად მიღება. მაგრამ ეს ციკლი არ ითხოვს ერთ დღეში ცხოვრების შეცვლას — ცვლილებები ეტაპობრივად განვითარდება და ნუ გამოიჩენთ მოუთმენლობას.

სიყვარული:

სიყვარულში მთავარი ცვლილება კომუნიკაციის ხარისხს ეხება. მარტოხელა მშვილდოსნისთვის ახალი ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს მეგობრული საუბრებით, სოციალურ ქსელში, სასწავლო გარემოში, სამუშაო კონტაქტებით, მოკლე მოგზაურობისას ან უბრალოდ ყოველდღიურ გარემოში გაცნობილი ადამიანით. არსებულ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა. თუ პარტნიორთან დიდი ხანია ერთი და იგივე საკითხზე კამათობთ, 2026 წლის მეორე ნახევრიდან შეიძლება საჭირო გახდეს არა ძველი არგუმენტის გამეორება, არამედ საუბრის სრულიად ახალი ფორმის პოვნა.

კარიერა და ფინანსები:

კარიერული წარმატების გასაღები შეიძლება გახდეს ინფორმაცია და კონტაქტები. განსაკუთრებით სასარგებლოა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია კომუნიკაციასთან, გაყიდვებთან, მედიასთან, განათლებასთან, ინტერნეტთან, მარკეტინგთან, ტრანსპორტთან, დოკუმენტებთან ან მოლაპარაკებებთან.
ფინანსურად კარგი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ახალ შეძენილ უნარებს, რომელიც შესაძლებელია, შემდეგ შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცეს, მაგრამ თავი შეიკავეთ ზედმეტად ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყებისგან.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

2026 წლის 18 აგვისტოდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, თქვენი სამყაროს შეცვლამდე, შეცვალოთ თქვენი ყოველდღიურობა. ის ძველი მიზნები, რომელიც უკავშირდებოდა დიდ მიზნებს, დიდ მოგზაურობებს და დიდ წარმატებას, უნდა ჩანაცვლდეს ყოველდღიურად ერთი სწორი ნაბიჯის გადადგმით, რომელი ნაბიჯიც შეგიქმნით დიდ მომავალს. ყველაზე დიდი და დადებითი შესაძლებლობა უკავშირდება: ახალ ცოდნას, ახალ ადამიანებს, ახალ კომუნიკაციებს, რაც მოგცემთ ახალ ცხოვრებისეულ შანსებს. ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება: გაფანტულობა, ინფორმაციული გადატვირთვა და ძველი შეხედულებებისგან გათავისუფლების სირთულე.
მშვილდოსანი, რომელიც მუდმივად შორეულ ჰორიზონტებს უყურებს, ამ ციკლის განმავლობაში ისწავლის, რომ დიდი მომავალი პატარა ყოველდღიური გადაწყვეტილებებით იქმნება, ხოლო ძველი რწმენებისა და გეგმების გადახედვა გახსნის უფრო თანამედროვე, მოქნილი და რეალისტური გზისაკენ სივრცეს.

2026 წლის აგვისტო განსაკუთრებით ძლიერი დასაწყისია, რადგან 12 აგვისტოს ლომში მზის დაბნელებამ უკვე წამოწია ძველი გეგმების, თვითგამოხატვისა და მომავლის მიმართულების საკითხები. ამის ფონზე კვანძების ახალი ციკლი მშვილდოსანს უბიძგებს გადაწყვიტოს: რომელი ძველი ოცნება უნდა შეინარჩუნოს და რომელს უნდა დაემშვიდობოს.

♑ თხის რქა:

თხის რქებისთვის, კარმული კვანძების ცვლილება განსაკუთრებით ფინანსურ, მატერიალურ და თვითღირებულების თემებს ააქტიურებს. ჩრდილოეთის კვანძი გადადის ასტროლოგიურ მე -2-ე, ხოლო სამხრეთის კვანძი მე- 8-ე სახლებში და თქვენი მთავარი ამოცანაა საკუთარი რესურსების გაძლიერება და ამავდროულად იმ ფინანსური და ემოციური დამოკიდებულებების გადახედვა, რომელიც სხვა ადამიანებთან გაკავშირებთ. ამ ღერძის მთავარი კარმული თემაა „ჩემი ფული და რესურსები, საერთო ფული და სხვისი რესურსები“. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში აძლიერებს პირადი შემოსავლის, ფინანსური დამოუკიდებლობის, საკუთარი ნიჭისა და თვით ღირებულების თემას. სამხრეთის კვანძი ლომში კი გიბიძგებთ გადახედოთ საერთო ფინანსებს, ვალებს, ფინანსურ დამოკიდებულებებსა და იმ ურთიერთობებს, სადაც ძალაუფლება ან კონტროლი ფულთან არის დაკავშირებული.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შესაძლოა გამოჩნდეს ფულის გამომუშავებისთვის ახალი გზა — განსაკუთრებით საკუთარი ცოდნის, ნიჭის ან პროფესიული გამოცდილების გამოყენებით. ეს კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ჰკითხოთ საკუთარ თავს: რა შეგიძლიათ ისეთი, რასაც სხვები რეალურად აფასებენ და რაშიც ფულს გადაიხდიან, რაც მოგიტანთ შემოსავლების ახალ წყაროს.

2. კარმული კვანძები გიბიძგებთ, იყოთ ნაკლებად დამოკიდებული პარტნიორის, ოჯახის წევრის ან სხვა ადამიანის ფინანსურ შესაძლებლობებზე. შესაძლოა დაიწყოთ საკუთარი შემოსავლის, დანაზოგის ან ფინანსური უსაფრთხოების უფრო სერიოზული შექმნა, რაც გააძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობას.

3. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი ფასის სწორად დანახვა. თუ აქამდე ხშირად ამბობდით: მთავარია საქმე გაკეთდეს, ფულზე მერე ვიფიქრებ, ახლა ეს მიდგომა შეიცვლება. გახსოვდეთ, რომ თქვენი დრო, ცოდნა და შრომა ფასეული რესურსია.

4. შეიძლება აღარ გამოგადგეთ ძველი ფინანსური მოდელი და დაიწყოთ ახალი გზების ძიება — ტექნოლოგიები, ონლაინშემოსავალი, დამოუკიდებელი საქმიანობა ან რამდენიმე მცირე შემოსავლის წყაროს გაერთიანება, რაც ახალ ფინანსურ სტრატეგიას შექმნის.

5. 2026 წლის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით საინტერესო გახდება საკუთარი უნარების შემოსავლის წყაროდ ქცევა. მიმდინარე ტრანზიტი, თქვენთვის მატერიალურ სამყაროში ახალი ენერგიისა და საკუთარი ნიჭის დაფასების ზრდას გაუსვამს ხაზს.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შეიძლება ერთდროულად გაიზარდოს როგორც შემოსავალი, ისე ხარჯები. ამიტომ მეტი ფულის შემოსვლა, ავტომატურად არ ნიშნავს მეტ ფინანსურ სტაბილურობას. მთავარი იქნება მართვა და დაგროვება.

2. სამხრეთის კვანძმა ლომში შეიძლება გამოავლინოს ძველი პრობლემები: პარტნიორის ვალები, საერთო ფინანსური ვალდებულებები, გაურკვეველი შეთანხმებები, სხვისი ფინანსური პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება და ფულთან დაკავშირებული ძალაუფლებისთვის ბრძოლა. აუცილებელი გახდება გადახედოთ ნებისმიერ შეთანხმებებს.

3. თხის რქას, შეიძლება გაუჭირდეს დახმარების თხოვნა, მაგრამ ეს ტრანზიტული ციკლი გასწავლით, რომ დახმარების მიღება არ გულისხმობს სისუსტეს, თუმცა არასასურველია მეორე უკიდურესობაშიც გადავარდნა, რაც სხვისი ფულით საკუთარი ცხოვრების აწყობას გულისხმობს.

4. სიყვარულსა და ბიზნესში შეიძლება უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, ვინ რამდენ რესურსს დებს ურთიერთობაში. ეს შეიძლება იყოს უსიამოვნო აღმოჩენა, მაგრამ საბოლოოდ უფრო სამართლიან ურთიერთობამდე და ამ ურთიერთობების გამოცდამდე მიგიყვანთ.

5. ძველი ფინანსური მოდელის დასრულება გულისხმობს, ისეთ ჩვევებზე უარის თქმას როგორიცაა: მუდმივი ვალები; ემოციური ხარჯვა,სხვისთვის ზედმეტი ფინანსური დახმარების აღმოჩენა, მხოლოდ ერთ შემოსავლის წყაროზე დამოკიდებულება ან ფულის დაგროვების შიში.

სიყვარული:

სიყვარულში ეს პერიოდი განსაკუთრებით ეხება ნდობასა და ფინანსურ სამართლიანობას. თუ ურთიერთობა სერიოზულია, შეიძლება წამოიწიოს ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა: ვის რა ეკუთვნის, როგორ ნაწილდება ხარჯები, რა არის საერთო და რა პირადი, რამდენად ენდობით ერთმანეთს და გაქვთ თუ არა საერთო ფინანსური მიზანი.
დადებითი სცენარის შემთხვევაში: შეძლებთ შექმნათ პარტნიორთან ფინანსური წესრიგი და ნდობა.
რთული სცენარის შემთხვევაში: დაიწყება ფულის გამო კონტროლი, ეჭვიანობა ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა.
მარტოხელა თხის რქების ცხოვრებაში, შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ფულზე, უსაფრთხოებასა და საკუთარ ღირებულებაზე.

კარიერა:

კარიერაში მთავარი აქცენტი გადადის კითხვაზე: რამდენად სწორად აფასებ საკუთარ პროფესიულ ღირებულებას. შესაძლოა მოითხოვოთ: ხელფასის ზრდა, შექმნათ ახალი შემოსავლის წყარო, დაიწყოთ დამოუკიდებელი საქმიანობა, დამატებით შემოსავლად აქციოთ თქვენი პროფესიული ცოდნა ან შეცვალოთ შემოსავლების პირობები. ამ ტრანზიტის პერიოდში, არ იქნება თქვენთვის სასარგებლო, საკუთარი შრომის ნაკლებად დაფასება მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოთ,

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

2026 წლის აგვისტოდან იწყება პერიოდი, როდესაც თხის რქამ უნდა ისწავლოს, რომ: მისი უსაფრთხოება მხოლოდ სხვის რესურსებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. აქცენტები გააკეთოს საკუთარ უნარებზე, შემოსავლებზე და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ყველაზე დიდი და კარგი შესაძლებლობა უკავშირდება ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდასა და საკუთარი ნიჭის მატერიალიზაციას. ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება: საერთო ფინანსების, ვალებისა და ურთიერთობებში ფინანსური ძალაუფლების საკითხების მოწესრიგება.
ამ პერიოდის მთავარი საჩუქარია საკუთარი ღირებულების გაცნობიერება. 2026 წლის აგვისტოში ეს თემა კიდევ უფრო მკაფიო ხდება, რადგან 12 აგვისტოს ლომში მზის დაბნელებამ უკვე გაააქტიურა სწორედ ლომი–მერწყულის კვანძური ღერძი, რაც უფრო ფართო ფინანსურ და თვითღირებულების ცვლილებებს უკავშირდება. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ნამდვილი ფინანსური ძალა იწყება მაშინ, როცა იცი საკუთარი ფასი და აღარ გჭირდება სხვის რესურსებზე დაყრდნობით საკუთარი უსაფრთხოების შექმნა.

♒ მერწყული:

მერწყულებისთვის კარმული კვანძების ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური პერიოდია, რადგან ჩრდილოეთის კვანძი გადადის მერწყულში, სამხრეთის კი ლომში, რაც ასტროლოგიურად 1-ელ და მე- 7-ე სახლებს ააქტიურებს და ამ პერიოდის მთავარი კარმული თემა პიროვნული გარდაქმნისა და ურთიერთობების გადაფასების საკითხებს ააქტიურებს: ვინ ვარ მე, რა მინდა და ვისთან ერთად ვირჩევ ცხოვრების გზას.
ჩრდილოეთი კვანძი მერწყულში აძლიერებს საკუთარი გზის, დამოუკიდებლობის, თვითგამოხატვისა და ცხოვრების ახალი მიმართულების სურვილს. სამხრეთი კვანძი ლომში კი ურთიერთობებში არსებულ ძველ მიჯაჭვულობებს, დამოკიდებულებებსა და ძალაუფლების საკითხებს ამოწევს ზედაპირზე.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ეს პერიოდი მოიტანს თქვენს პიროვნულ ცვლილებებს, შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ იწყება ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი. შეიცვლით გარეგნობას, სტილს, მიზნებს, პროფესიულ მიმართულებას და ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობის ფორმას. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს საკუთარი თავის უფრო თავისუფლად გამოხატვას.

2. გაძლიერება თქვენი თვითრწმენა და გათავისუფლდებით იმ განცდისგან, რომ აუცილებლად უნდა მოეწონოთ სხვებს ან შეესაბამებოდეთ მათ მოლოდინებს, გაგიჩნდებათ კითხვა: ნამდვილად გინდათ თუ არა სხვების გამო რაღაცის კეთება.

3. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში აძლიერებს მომავალზე ორიენტირებულ აზროვნებას, ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და საზოგადოებრივ კავშირებს. ამიტომ შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები და შესაძლებლობები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სრულიად ახალ მიმართულებას მისცემენ.

4. თუ ბოლო წლებში ხშირად გიწევდათ სხვების მოთხოვნებთან ადაპტირება, 2026 წლის მეორე ნახევრიდან გაჩნდება ძლიერი სურვილი იცხოვროთ საკუთარი წესებით.

5. მოირგებთ ახალ სოციალურ როლს, რაც ლიდერობის ახალ ფორმას გულისხმობს და არ ნიშნავს ძალაუფლების დემონსტრირებას, არამედ მიზნად უდევს ადამიანების გაერთიანება, იდეის გარშემო და ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც იმუშავებს საერთო საქმისთვის, რადგან სწორედ კოლექტიური თანამშრომლობა და საერთო პრობლემების გადაწყვეტა ამ კვანძური ციკლის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შინაგან მოუსვენრობას, შეიძლება იგრძნოთ, რომ: აღარ გინდათ ძველი ცხოვრება, მაგრამ არ იცით როგორი იქნება ახალი და ამ გარდამავალმა ეტაპმა, თქცენში შესაძლებელია გამოიწვიოს გარკვეული დაბნეულობა და მოუთმენლობა.

2. სამხრეთის კვანძი ლომში მერწყულის პარტნიორულ სფეროს ააქტიურებს, ამიტომ ზოგიერთი ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. შესაძლებელია: ურთიერთობის გაღრმავება; ქორწინების ან ერთად ცხოვრების გადაწყვეტილების მიღება; ძველი პრობლემების საბოლოოდ მოგვარება ან ისეთი ურთიერთობის დასრულება, რომელიც გიზღუდავთ თავისუფლებას. ამ პერიოდის მთავარი თემა იქნება თანასწორობა და თავისუფლება. თქვენთვის ასეთ დროს პიროვნულ ზრდასთან ერთად, საჭირო იქნება ურთიერთობების ძველი დინამიკის გადახედვა.

3. აღარ მოგინდებათ ვინმეს რამე უმტკიცოთ, პრიორიტეტული ხდება საკუთარი თავისთვის ცხოვრება, მაგრამ საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე, რომ ეს არ გადაიზარდოს უკიდურესობებში, ემოციურ დისტანციებში ან ადამიანებისგან იზოლაციაში. კარმული გაკვეთილი არ გულისხმობს ყველასგან გაქცევას, არამედ ის მოითხოვს თქვენგან დამოუკიდებლობისა და სიახლოვის დაბალანსებას.

4. ძლიერმა თავისუფლების სურვილმა შეიძლება მიგიყვანოთ სწრაფ და მოულოდნელ გადაწყვეტილებამდე დატოვოთ სამსახური, გაწყვიტოთ ურთიერთობი, რადიკალურად შეიცვალოთ ცხოვრების მიმართულება ან საცხოვრებლი ადგილი, თუმცა სჯობს ყველა ცვლილება იყოს გააზრებული და არა მხოლოდ წუთიერი ემოციის შედეგი.

სიყვარული და პარტნიორობა:

ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მერწყულებისთვის. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, გაგიჩნდებათ კითხვა, უწყობს თუ არა არსებული ურთიერთობა ხელს თქვენს განვითარებას, თუ პირიქით გაფერხებთ. ჯანსაღ ურთიერთობაში იგრძნობთ: მეტ თავისუფლებას, შეძლებთ ერთმანეთის უკეთ გაგებას, გექნებათ ახალი საერთო მიზნები, უფრო თანაბარი იქნება პასუხისმგებლობები და შეძლებთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას, მაგრამ თუ ურთიერთობაში არის კონტროლი, ეჭვიანობა ან ერთ-ერთი ადამიანის დომინირება, არსებული პრობლემები უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. მარტოხელა მერწყულებისთვის შეძლებენ იპოვონ მნიშვნელოვანი ადამიანი, თუმცა ეს ადამიანი შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს თქვენი წარსული პარტნიორებისგან.

კარიერა და ფული:

კვანძების ეს ცვლა, მერწყულს უბიძგებს ახალი გზების ძიებისკენ. განსაკუთრებით პერსპექტიულია: ტექნოლოგიები, ინტერნეტსაქმიანობა, ახალი იდეები, გუნდური პროექტები, სოციალური და საზოგადოებრივი პროექტები, დამოუკიდებელი საქმიანობა და ინოვაციური სფეროები. ფინანსურად შეიძლება თავიდან იყოს გარკვეული არასტაბილურობა, რადგან იცვლება ძველი მოდელები, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ძალიან კარგ სარგებელს მოგიტანთ, თუ გამოავლენთ ახალი უნარების ათვისების მზაობას, რაც შეგიქმნით შემოსავლების ახალ წყაროს.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

მერწყულისთვის ამ პერიოდის მთავარი მესიჯია: იყოთ ის ვინც ხართ, არ დაკარგოთ ადამიანები და შექმნათ ისეთი ურთიერთობი, სადაც ორივე მხარე იქნებით თავისუფალი საკუთარ არჩევანში.
ყველაზე დიდი გამოწვევად ჩაითვლება ურთიერთობებში ძველი მიჯაჭვულობების, კონტროლისა და ემოციური დამოკიდებულებებისგან გათავისუფლება. გახსოვდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას.
12 აგვისტოს ლომში მზის დაბნელებამ უკვე გაააქტიურა მერწყული–ლომის ღერძი, ხოლო 28 აგვისტოს თევზებში მთვარის დაბნელება, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს, ამიტომ აგვისტოს მეორე ნახევრიდან შეიძლება თქვენთვის დაიწყოს ისეთი პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით მკაფიოდ გადაფასდება ძველი ურთიერთობები და ცხოვრებისეული მიმართულებები.

♓ თევზები:

თევზებისთვის 18 აგვისტოს კარმული კვანძების ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ციკლის დასაწყისია. ასტროლოგიურად ჩრდილოეთის კვანძი გადადის მე-12-ე, ხოლო სამხრეთის კვანძი მე-6-ე სახლებში და ეს პერიოდი განსაკუთრებით ეხება შინაგან განკურნებას, ძველი ემოციებისგან გათავისუფლებას, დასვენებას, ქვეცნობიერსა და ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლას. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში გიბიძგებთ ჩაიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში, მოიშოროთ ძველი შიშები, ემოციური ტვირთი და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ შინაგან სამყაროს. სამხრეთის კვანძი ლომში კი ხელს შეუწყობს ისეთი ყოველდღიური ჩვევების, სამუშაო რეჟიმისა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებას, რომლებიც გართმევთ ენერგიას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ეს შეიძლება იყოს ბოლო წლების განმავლობაში, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პერიოდი, რაც შინაგან განკურნებას მოგიტანთ. ზედაპირზე ამოვა - ძველი წყენები, შიშები, დაუცველობის განცდა და წარსულის გამოცდილებები, თუმცა არა იმისთვის, რომ ისევ განიცადოთ, არამედ იმისთვის, რომ საბოლოოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ რომ ის, რაც ადრე ძალიან გაწუხებდათ, ნელ-ნელა ძალას კარგავს.

2. თქვენ დაჯილდოვებული ხართ ბუნებრივი ინტუიციით, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერად იმუშავებს. უფრო ხშირად იგრძნობთ: ვინ არის გულწრფელი და ვინ — არა; რომელ გზაზე უნდა დადგეთ; როდის უნდა თქვათ „კი“ და როდის არის დრო, რომ რაღაც გაუშვათ. აუცილებელია გამიჯნოთ ინტუიცია შიშისგან, ლოგიკისგან და ემოციისგან.

3. ეს პერიოდი გასწავლით, რომ მუდმივად დაკავებული ყოფნა წარმატების ერთადერთი ფორმა არ არის. გაგიჩნდებათ სურვილი: მეტი დრო გაატაროთ მარტო, შეამციროთ ზედმეტი სოციალური კონტაქტები, იმუშაოთ საკუთარ თავზე, დაისვენოთ და შეცვალოთ ცხოვრების ტემპი.

4. ამ ტრანზიტის პერიოდში შეძლებთ გააცნობიეროთ, რომ გარკვეული შეზღუდვები რეალურად გარედან კი არა, საკუთარი შიშებიდან მოდიოდა. მაგალითად: თუ ამას გავაკეთებ, რას იტყვიან ან თუ უარს ვიტყვი, ვინმე ხომ არ გამინაწყენდება. დგება დრო მსგავსი აზრები ჩაანაცვლოთ კითხვებით: თქვენ რა გჭირდებათ.

5. როდესაც ადამიანი ჩერდება და საკუთარ თავთან მარტო რჩება, ხშირად ჩნდება იდეები, რომლებსაც ყოველდღიურ ქაოსში ვერ ამჩნევდა, რაც კარგი პერიოდია: წერისთვის, მუსიკისთვის, ხელოვნებისთვის, ფსიქოლოგიური და სულიერი პრაქტიკებისთვის და შემოქმედებითი პროექტის მოსამზადებლად.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შეიძლება პერიოდულად იგრძნოთ, რომ აღარ გაქვთ სურვილი იმავე ტემპით იმუშაოთ, როგორც ადრე, იგრძნობთ ენერგიის დაქვეითებას, რაც ყოველთვის უარყოფითი არ არის — ხშირად ეს არის ორგანიზმისა და ფსიქიკის მოთხოვნა, რომ შეანელოთ რიტმი, მაგრამ თუ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი გაჩნდება, საჭიროა რეალური მიზეზის გაანალიზება.

2. სამსახურისა და მოვალეობების გადახედვა - სამხრეთის კვანძი ლომში, შეცვლის ყოველდღიურ სამუშაოს, შეიძლება დასრულდეს: ძველი სამუშაო რეჟიმი, არასასიამოვნო მოვალეობები, ზედმეტი პასუხისმგებლობა, ისეთი თანამშრომლობა, რომელიც გართმევთ ენერგიას ან ყველაფრის საკუთარ თავზე აღების ჩვევა. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლებელია სამსახურის შეცვლის სურვილიც გაჩნდეს.

3. თევზებს ხშირად უჭირთ უარის თქმა, ამიტომ ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება: შეწყვიტოთ სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება. თუ მუდმივად სხვებს ეხმარებით და აღარ გრჩებათ ენერგია საკუთარი თავისთვის, ცხოვრებამ შეიძლება იძულებით დაგაყენოთ საზღვრების შექმნის აუცილებლობის წინაშე.

4. დაბნეულობის პერიოდები შეიძლება გამოიწვიოს ძველი მიმართულებების გაქრობამ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ხედავთ ახალს და გაჩნდეს განცდა, რომ არ იცით, რა გინდათ, რაც განსაკუთრებით საგრძნობი გახდება 2026 წლის მეორე ნახევარში. არ არის აუცილებელი დაუყოვნებლივ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, კარმულიკვანძების ციკლი დაახლოებით 1.5 წელი გაგრძელდება და ახალი პროცესების დაწყებას დრო სჭირდება.

სიყვარული:

სიყვარულში ეს პერიოდი შეიძლება გარეგნულად უფრო მშვიდი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად ძალიან ღრმა ცვლილებები მოიტანოს, შეძლებთ გათავისუფლდეთ ძველი ემოციური მიჯაჭვულობებისგან. თუ ხართ აქტიურ ურთიერთობაში ხართ, მნიშვნელოვანია: ერთმანეთისთვის პირადი სივრცის დატოვება; პარტნიორის პრობლემების საკუთარ თავზე არ აღება და ურთიერთობაში ემოციური საზღვრების შექმნა, ხოლო ის თევზები ვისაც არ ჰყავთ თავიანთი მეორე ნახევარი, შესაძლოა დაბრუნდეს ძველი ურთიერთობის მოგონებები, თუმცა ეს ურთიერთობებში დაბრუნებას არ გულისხმობს. ზოგჯერ ადამიანები წარსულიდან იმიტომ ბრუნდებიან, რომ მივხვდეთ, თუ რატომ უნდა გაუშვათ ისინი საბოლოოდ ჩვენი ცხოვრებიდან.

კარიერა და სამუშაო:

კარიერულ ნაწილში მოგიწევთ გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას: არსებულ სამსახურში გელოდებათ თუ არა განვითარება, თუ მხოლოდ კარგავთ დროს და გაცლით ენერგიას. ამ პერიოდმა შეიძლება შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი, აღარ მოგინდებათ ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც: მუდმივი სტრესია; ზედმეტი პასუხისმგებლობა; არ გრჩებათ დრო საკუთარი ცხოვრებისთვის და მხოლოდ სხვების დასაკმაყოფილებლად მუშაობთ. შესაძლოა ნელ-ნელა აირჩიოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მეტ თავისუფლებას და შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

ფინანსები:

ფინანსურად ეს პერიოდი უფრო ხარჯების მოწესრიგებასა და ენერგიების სწორად განაწილებას უკავშირდება, ვიდრე მოულოდნელ გამდიდრებას. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ფულს ხარჯავთ ისეთ რაღაცებზე, რომელიც მხოლოდ სტრესის კომპენსაციას ემსახურება. კარმული გაკვეთილი გულისხმობს, ემოციური ხარჯვის ნაცვლად, შექმნათ რეალური უსაფრთხოების ბალიშები ცხოვრებაში, რომელიც სიმშვიდეს მოგიტანთ.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

2026 წლის აგვისტოდან თევზებისთვის მთავარი ამოცანა ხდება: გადაეჩვიოთ ყველას დახმარება და ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც არ შედის თქვენს მოვალეობაში და აღადგინოთ საკუთარი ენერგიები. ამ პერიოდს მოაქვს შინაგანი განკურნება, ძლიერი ინტუიცია და ემოციური გათავისუფლება. ყველაზე დიდი გამოწვევა, რისგანაც უნდა გათავისუფლდეთ არის: გადაღლა, ზედმეტი პასუხისმგებლობა, მომავლიდან გაქცევის სურვილი და ძველი ცხოვრების რეჟიმის გაშვების სირთულე. შეძლებთ დაიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე განსაკუთრებით საინტერესო ფაქტორია ისიც, რომ 2026 წლის 28 აგვისტოს მთვარის მოხდება დაბნელება თევზებში და კვანძების ცვლილებიდან ძალიან მალე თავად თევზების ნიშანიც აიღებს დაბნელების ენერგიას, რაც ასტროლოგიურად შეიძლება გახდეს ძლიერი პერიოდი, ემოციური გათავისუფლებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად.

წყარო: ასტროლოგი ნინა ხომერიკი