Digest Logo

„ზოგს შვილი გეყოლებათ, ზოგი სახლს გადაიფორმებს“ - თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის  

1769424457
მორიელიმორიელი

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია როგორც „ანა მზიანი“ - მორიელებისთვის თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.

მისი განმარტებით, მორიელებისთვის თებერვალი ცხოვრებაში ცვლილებების, პასუხისმგებლობისა და რომანტიკის პერიოდი იქნება: ყურადღება გაამახვილეთ პირად, ფინანსურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო 27 თებერვალს ფეთქებადი ასპექტების ფონზე.

2 თებერვალს, 02:08-ზე სავსემთვარეობა გველოდება ლომში - უნდა შეიცვალოს თქვენი სტატუსი, კარიერა. თუ დაწინაურებაზე გქონდათ განაცხადი ან ხელფასის მომატებაზე, მიიღებთ. ამასთან, იყავით ფრთხილი, რომ არ შეგელახოთ რეპუტაცია, იმ საქმის ან საქციელის გამო, რაც 2025 წლის ზაფხულში მოხდა. ზოგიერთი საბოლოოდ გადაიფორმებთ ავტომობილს, უძრავ ქონებას, მიიღებთ სერტიფიკატს, დიპლომს. სტატუსი შეიძლება შეგიცვალოთ პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმაც.
 
5 თებერვალს მერკური დაძაბულ ასპექტშია ურანთან - დაძაბული დღეა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ინტერნეტი აურევს ან ელექტრონივთები გამოვა წყობიდან. შეიძლება შეგეცვალოთ განრიგი, რეისი. მოერიდეთ კამათს და ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. ისედაც ხომ იცით, რომ ლიდერი ხართ და რად გინდათ ამის ხმამაღლა ვიღაცასთან მტკიცება?
 
6 თებერვალს მერკური თევზებში გადავა და დარჩება შუა აპრილამდე - უფრო რომანტიკული გახდებით, სიტყვით მაინც. მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დროის გატარება. თავისუფლებმა შეიძლება დაიწყოთ ფლირტი, რომანტიკული მიმოწერა. კარგი იქნება შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ზოგიერთი შვილებზე გაიგებთ სასიამოვნო ინფორმაციას. სანამ მერკური რეტროგრადული გახდება, თქვენს სიტყვას დიდი ძალა ექნება „გველსა ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი“ და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სასურველის მისაღწევად.
 
8 თებერვალს ვენერა კვადრატში ურანთან - საყვარელი ადამიანის გამო შფოთი მოიმატებს. ან თქვენი პირადი ცხოვრების, ფული, გარეგნობის გამო. მოგინდებათ კარდინალური ცვლილება, მაგრამ ამ დღეს (პლუს/მინუს 3 დღე) არაფერი მოიმოქმედოთ, ნერვები დამშვიდდნენ და მერე. ნუ შეიძენთ ძვირადღირებულ ნივთებს.
 
10 თებერვალს მერკური კვადრატში შავ მთვარესთან - ამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეცადეთ, არაფერი ცუდი არ თქვათ, არავის არ უსურვოთ ცუდი. ადამიანს შეიძლება პირდაპირ აუხდეს თქვენი ნათქვამი. გარდა ამისა, მოერიდეთ ტყუილს, ჭორებს. სხვის ნათქვამსაც ნუ დაიჯერებთ, სანამ არ გადაამოწმებთ. არავის არაფერს დაჰპირდეთ.
 
10 თებერვალს ვენერა თევზებში გადავა 7 მარტამდე - იმატებს რომანტიკულობა, საკუთარი თავის განებივრების სურვილი. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. ან შვილებმა გაგახარონ. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის. ზოგიერთს კი შემოქმედება მოუტანს მატერიალურ კეთილდღეობას. თავისუფლები გააქტიურდით, რომ დაწყვილდეთ, გააბათ ფლირტი, იყავით რომანტიკული და არა სარკასტული.
 
12 თებერვალს მერკური შეერთებაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - დააკვირდით რას ამბობთ, შეიძლება თქვენი სიტყვები წინასწარმეტყველური იყოს. იყავით პოზიტიურად განწყობილი, დაიწყეთ იმ იდეების განხორციელება, რაც პოპულარობას მოგიტანთ, ზოგიერთი შეიძლება წერით, მეტყველებით (თუნდაც სცენაზე) გახდეს ცნობილი. მოაწყვეთ მეგობრული შეკრება. ზოგიერთმა კი შეიძლება საბავშვო მოთხრობების, ზღაპრების წერა დაიწყოთ.
 
14 თებერვალს სატურნი ვერძში გადადის - მოიმატებს პასუხისმგებლობა სამსახურის საქმეების, ყოველდღიური რუტინის მიმართ. არაა გამორიცხული, რომ სამსახურში ვალდებულებები მოგემატოთ. იქნებით მეტად დისციპლინირებული. მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და რადგან სატურნი მართავს ძვლოვან სისტემაზე, შეიძლება კვების სფეროში მოგიწიოთ საკუთარი თავის შეზღუდვამ ან რაღაც აკრძალვა დაუწესოთ საკუთარ თავს.
 
16 თებერვალს მერკური ჰარმონიულ ასპექტშია იუპიტერთან - სასიამოვნო შეხვედრები და მგზავრობა გელოდებათ. იოლად მოაგვარებთ ბიუროკრატიულ საკითხებს, მიიღებთ საჭირო დოკუმენტებს, ფულს ან საჩუქარს საყვარელი ადამიანის, უცხოეთიდან. თუ უცხოეთში გსურდათ გამგზავრება, - დამადასტურებელ საბუთს. თუ შემოქმედებით სფეროში საქმიანობთ, შანსი მოგეცემათ საუკეთესოდ წარმოჩინდეთ ან უცხოეთში გაიტანოთ თქვენი შემოქმედება.
 
17 თებერვალს 16:13-ზე ახალმთვარეობა და წლის პირველი მზის დაბნელება გველოდება მერწყულში. ამ დღესვე გველოდება აღმოსავლური ახალი წელი და დადგება ცეცხლოვანი ცხენის წელი - რაღაც ცვლილება უნდა მოხდეს თქვენი სახლის, ოჯახის სფეროში. აქ მზის დაბნელება 18 წელია არ ყოფილა და გაიხსენეთ რა ხდებოდა მაშინ. დაიწყეთ უძრავი ქონების შეძენა, გადაფორმება, გაუმჯობესება, ზოგიერთს შეიძლება ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ. ზოგიერთი კი გადაწყვეტს ოჯახი შექმნას.
 
18 თებერვალს ვენერა შეერთებაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - ისევ სიყვარული, სილამაზე და ფული იქნება აქტუალური, მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება, რამის შეძენა, თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთება. თავისუფლები შეიძლება შეხვდნენ თავიანთ სიყვარულს. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის. იყავით მოსიყვარულე შვილების მიმართ, მოუწყვეთ დღესასწაული, გაანებივრეთ.
 
20 თებერვალს სატურნი და ნეპტუნი ვერძში შეერთდებიან - ეცადეთ, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. აუკრძალოთ საკუთარ თავს ის, რაც გვნებთ. გაუგებარი სიტუაციის გამო შეიძლება შებოჭილი, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეთ. სამსახურშიც და სახლშიც იყავით პასუხისმგებლიანი, შეასრულეთ ვალდებულებები ზედმიწევნით ზუსტად და დროულად.
 
22 თებერვალს ვენერა მეგობრულ კავშირშია იუპიტერთან - გირჩევთ, იყიდოთ ლატარიის ბილეთი, მოგების შანსია. ამასთან, შეიძლება დიდი სიხარული გქონდეთ საყვარელი ადამიანისგან, უცხოეთიდან, საჩუქარი, ფული. ზოგიერთი შეიძლება უცხოეთში შეხვდეს თავის სიყვარულს.
 
26 თებერვალს მერკური რეტროგრადული ხდება 21 მარტამდე - უნდა დაუბრუნდეთ გადადებულ საქმეებს, მოლაპარაკებებს, გეგმებს, საბუთებს და გადააკეთოთ, გამოასწოროთ შეცდომები. არავის არაფერს დაჰპირდეთ; აი, ადრე დაპირებული კი შეასრულეთ. არაა გამორიცხული, რომ დაგიბრუნდეთ ყოფილი ან მიიღოთ მასზე ინფორმაცია.
 
27 თებერვალს თქვენი მმართველი მარსი დაძაბულ ასპექტშია ურანთან - დაძაბული, აგრესიული და ფეთქებადი დღეა, აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ კონფლიქტებს, საქმეებისა და ურთიერთობების გარკვევას. ფრთხილად მჭრელ, ფეთქებად და აალებად საგნებთან, ელექტროობასთანაც. გარშემო მყოფები შეიძლება ზედმეტად განერვიულებულები იყვნენ და გაეცალეთ.
 
28 თებერვალს მზე შეერთებაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - ამ დღეს ან უნდა დაიწყოთ საქმე, რომელიც მომავალში წარმატებას მოგიტანთ, ან უნდა ჩამოწეროთ მიზნები. თემა ისევ შემოქმედებას (სცენაზე ყოფნას) ეხება. არაა გამორიცხული, რომ დაწყვილდეთ, შექმნათ მყარი რომანტიკული კავშირი ან თქვენმა შვილებმა გაგხადონ ბედნიერი.