Digest Logo

ეს ხდება საფრანგეთში... - ქართველი გოგოს თვალით დანახული COVID-მკვდარი პარიზი (ვიდეო)

1605985626
ცარიელი პარიზი

პარიზი სიყვარულის, სიცოცხლის, ოცნების ქალაქი... ჰოო, თქვენ ახლა თვალწინ გიდგათ ეიფელის კოშკი, ხალხით სავსე ლუვრი, ფოტოების რიგი ტრიუმფალურ თაღთან... ყველაფერი წარმოიდგინეთ?

...ახლა დაეშვით მიწაზე და გაიხსენეთ კორონავირუსი. 

გვეყოს სითამამე და ვთქვათ, რომ არცერთი ქალაქი ისე არ მოუკლავს პანდემიას, როგორც პარიზი, საფრანგეთი.

როგორია ჩაკეტილი პარიზი ? - „დაიჯესტის“ ამ შეკითხვას იქ მყოფმა მოგზაურმა სოფია ბასილაშვილმა უპასუხა:

„სიმართლე გითხრათ, პანდემიამდე არ ვიცი როგორი იყო პარიზი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეთი მკვდარი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. ბოლო ერთი თვეა აქ ვარ. გულსატკენია ამდენი დაკეტილი ობიექტის ყურება. ძალიან ცოტა ხალხია ქუჩებში. Ადამიანებს შორის დაძაბულობა არ იგრძნობა, თუმცა მქონდა რამდენიმე უსიამოვნო შეხვედრა.

მაღაზიაში რაღაც ვიკითხე და იყო პასუხი - ფრანგულად დამელაპარაკე და მოგცემ.
ეს უკვე მეათე შემთხვევაა.. დიდი სურვილი მაქვს, ყველა ფრანგს ასე უპასუხონ საქართველოში..
მიპასუხე ქართულად და მოგყიდი

ფრანგებს უყვართ წესრიგი, არ უყვართ ტყუილი და ფრანგული კულრტურითა თუ წესებით ცხოვრება მოსწონთ.

რეგულაციებსაც ყველა იცავს, გარეთ თუ შიგნით ყველა ატარებს ნიღაბს, ასევე ტრანსპორტში უმეტესწილად მხვდება სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარი. ხელისუფლება მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ადგილობრივებს უფასოდ ურიგებენ პირბადეებს. ამის მოწმე არაერთხელ გავხდი.

Სკოლები და კოლეჯები არ დახურულა, ბავშვები ჩვეულ რიტმში აგრძელებენ სწავლას, მუშაობს მხოლოდ აფთიაქი, მაღაზიები, პატარა ჯიხურები. საქალაქთშორისო ავტობუსები გაჩერებულია, მხოლოდ მატარებლით არის შესაძლებელი გადაადგილება“, - გვიყვება სოფო და ვიდეოსაც გვიზიერებს.