
გერმანელმა სამართალდამცავებმა 29 წლის ქართველი ქალი ქვეყანაში არ შეუშვეს. sueddeutsche.de-ს ინფორმაციით, ქალმა ქვეყანაში შესვლის მოტივად ნიურნბერგის კლინიკაში ოპერაციის ჩატარება დაასახელა, თუმცა პოლიციისთვის წარდგენილი ცნობა ყალბი აღმოჩნდა.
სამართალსამცევლებმა მისი ნივთების დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ მგზავრის ბარგში საეჭვო რაოდენობის თეთრეული აღმოჩნდა.
„იმაზე მეტი თეთრეული იყო, ვიდრე ადამიანს ჩვეულებრივ, საავადმყოფოში დარჩენისთვის სჭირდება“, - განაცხადეს გერმანელმა პოლიციელებმა.
მათ ჩათვალეს, რომ ქალი გერმანიაში პროსტიტუციისთვის მიემგზავრებოდა.
- აგრეთვე წაიკითხეთ:
- საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლა აეკრძალათ
- აქ იყო... - როგორ დავამახსოვრეთ თავი ევროპას? ქართული წარწერები საზღვარგარეთ
წყარო: www.sueddeutsche.de