Digest Logo

14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება

1741845872
მთვარის დაბნელება

მთვარე 14 მარტს დედამიწის ჩრდილში მოექცევა, რის შედეგადაც მისი გარკვეული ნაწილი დაბნელდება და წითლად შეიფერება. ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთვარის დაბნელების დანახვა პლანეტის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, სადაც ამ მოვლენის დროს დედამიწის თანამგზავრი ჰორიზონტზე მოჩანს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ გრენლანდიის მცხოვრებლებს მთვარის დაბნელების სრული სურათის ხილვა შეეძლებათ.

მთვარის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა პირდაპირ მზესა და მთვარეს შორის გადის, ბლოკავს მზის შუქს და ჩრდილავს მთვარის ზედაპირს.

სპეციალისტები მთვარის დაბნელების სამ სახეობას გამოყოფენ: მთვარის სრული დაბნელება (როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილში ხვდება და წითელ ფერს იძენს), მთვარის ნაწილობრივი დაბნელება (როდესაც დედამიწის ჩრდილში მხოლოდ მთვარის ნაწილი ხვდება) და მთვარის ნახევარ ჩრდილოვანი დაბნელება (როდესაც მთვარემ, დედამიწის ჩრდილის გარე ნათელ ნაწილში გაიარა).

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ვუკეთებდი გახმოვანებას...“ - რა საიდუმლო გაამხილა არჩილ სოლოღაშვილმა?

🎥 ვინ არ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად? - 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ვარ „იმედის“ ოჯახის სრულფასოვანი წევრი“ - ნინო ნადირაძე

წყარო: imedinews.ge