Digest Logo

„142 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ქვანახშირისგან ელექტროენერგიის წარმოებას წყვეტს“ - The Guardian

1727707631
დიდი ბრიტანეთი ქვანახშირი

დიდი ბრიტანეთი 142 წლის შემდეგ ქვანახშირისგან ელექტროენერგიის გამომუშავებას წყვეტს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ნოტინგემის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქვანახშირზე მომუშავე ბოლო ელექტროსადგურს Ratcliffe-on-Soar-ს, რომელიც 1967 წლიდან ფუნქციონირებს, დღეს მუშაობის ბოლო დღე აქვს. ამით დიდ ბრიტანეთი გახდა პირველი მდიდარი ინდუსტრიული ქვეყანა, რომელმაც ქვანახშირისგან ელექტროენერგიის წარმოებაზე  ეტაპობრივად თქვა უარი.

დიდ ბრიტანეთში ქვანახშირის ენერგიის გამოყენება მაშინ დაიწყო, როდესაც მსოფლიოში პირველმა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურმა, Holborn Viaduct-მა ლონდონში 1882 წელს ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო.

გარემოს დამცველმა აქტივისტებმა სადგურის დახურვას მთავრობის უდიდესი მიღწევა უწოდეს ქვეყანაში ნახშირბადის გამოყოფის შემცირებაში.

„Ratcliffe-on-Soar-ის სადგურის დახურვა ეპოქის დასასრულს ნიშნავს და ქვანახშირზე მომუშავეებს შეუძლიათ სამართლიანად იამაყონ თავიანთი შრომით, რომელიც ჩვენს ქვეყანას 140 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აძლიერებს. როგორც ქვეყანა, ჩვენ ვალდებული ვართ მომავალი თაობების წინაშე“, - თქვა ენერგეტიკის მინისტრმა მაიკლ შანკსმა.

1980-იანი წლების დასაწყისში ქვანახშირის ელექტროენერგია დიდი ბრიტანეთის მთლიანი ელექტროენერგიის 80% -ს შეადგენდა, 2012 წელს კი - 40% -ს. 2023 წელს ენერგობალანსში ნახშირის წილი 1,3% იყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაუკეთებიათ საჯდომის ფილერი სახეზე...“ - რა საფრთხეები არსებობს ფილერის გაკეთებისას? - ექიმის რეკომენდაციები

🔴„იბრწყინე სულ...“ - კრისტი ყიფშიძე იუბილარია, მოდელი 47 წლის გახდა

🔴 ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, საქართველოს მთავრობისგან ჯილდოს სახით, თითოეულს, მილიონი ლარი გადაეცემათ