
ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა მოსკოვში ჩავიდა., ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ეს ინფორმაცია პუგაჩოვას თანაშემწემ ელენა ჩუპრაკოვამ დაადასტურა. რა პერიოდით ჩავიდა რუსი მომღერალი მოსკოვში, უცნობია.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ ალა პუგაჩოვა ოჯახთან ერთად ისრაელში წავიდა. მას შემდეგ ის მოსკოვში რამდენჯერმე მოკლე ხნით ბრუნდებოდა .
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი თითქოს ისრაელიდან საცხოვრებლად კვიპროსზე გეგმავდნენ გადასვლას.
რუსეთში გალკინი „უცხოელი აგენტების“ სიაშია შეყვანილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით
🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები