
რუსეთში დაბრუნებულმა ალა პუგაჩოვამ ანდერძს მოაწერა ხელი, ამის შესახებ რუსული მედია წერს.
პუგაჩოვას ძვირად ღირებული უძრავი ქონების ნაწილია მოსკოვის ცენტრში მდებარე 300 კვ.მ. ფართის ბინა. უცნობია, თუ ვის ერგება ანდერძის მიხედვით აპარტამენტი, თუმცა ცნობილია, რომ ქალაქგარეთ მდებარე სახლი მომღერალმა დიდი ხნის წინ აჩუქა შვილიშვილს, ნიკიტა პრესნიაკოვს, რომელსაც, ასევე, გადასცა მოსკოვის ცენტრში მდებარე სამოთახიანი ბინა.
ქალიშვილს, კრისტინა ორბაკაიტეს პუგაჩოვამ „ტვერსკაიაზე“ მდებარე ხუთოთახიანი ბინა აჩუქა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც 43 ბინის ძარცვას ედავებიან
წყარო: cud.news