Digest Logo

🎥 „საქართველოში ახალგაზრდები ისე იქცევიან, თითქოს რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს, ან თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი“ - რუსი ბლოგერი

1662355811

სოციალურ ქსელში რუსი ბლოგერი ნატალი ურსულგოს ვიდეო ვრცელდება, რომელიც საქართველოშია გადაღებული.

ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ საშინლად არ მოეწონა, რომ ერთ-ერთ საკონდიტროში, მის რუსულ მიმართვას არცთუ მეგობრულად გამოეხმაურნენ.

„ვფიცავ, ძალიან მაცოფებს ეს ისტორია. ადამიანი მუშაობს კაფეში. გასაგებია, რომ საქართველოში ისვენებს უამრავი რუსი. რომლებიც საუბრობენ მხოლოდ რუსულად. ეს გოგო უღიმის მხოლოდლ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხს. ევროპელები იყვნენ.

მე მივედი და ვეუბნები გამარჯობა და ადამიანს სახე ეცვლება. აი კამერაზე უნდა გადამეღო.  ვუთხარი მარწყვით მინდა, ის კი მპასუხობს ინგლისურად რომ არ ესმის, მინდოდა თავში ჩამერტყა.

ამ ვიზიტის შემდეგ, ორმაგი გრძნობა მაქვს, ასე თუ ისე, საქართველოში, საბჭოთა თაობა, ასაკოვანები, ნორმალური და ადეკვატური ხალხია, ახალგაზრდები კი ისე იქცევიან თითქოს, რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს ან აი, თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი.

გასაგებია რომ იქ სპეცოპერაციაა და მთელი ამბებია, მაგრამ ადამიანები უნდა ვიყოთ”, – ამბობს რუსი ბლოგერი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔘„ეს არის საკუთარ თავში ჩადებული თქვენი პირველი ინვესტიცია“ - ოთო აბესაძის რჩევები სტუდენტებს

⚪„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - რას წერს ქეთა თოფურიას ქმარი საქართველოში სტუმრობის შემდეგ

🔘„თუ ჩემი შვილის ტოლა გოგოების ლანძღვა დავიწყე, რომ დავბერდები, გთხოვთ ინტერნეტი გადამიჭერით“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი