Digest Logo

ალენ დელონი შვილს უჩივის - „რომელ მამას შეუძლია შეეგუოს ამას?“

1704469675
ალენ დელონი

მსახიობის ადვოკატმა, კრისტოფ აიელამ, ხუთშაბათს, 4 იანვარს განაცხადა, რომ ალენ დელონი თავისი შვილს, ენტონის ცილისწამებისთვის უჩივლებს.

ადვოკატის თქმით, მსახიობი „უკიდურესად შოკირებულია იმ მედია დებოშით“, რომელიც გაზეთ „პარი მატჩთან“ ენტონი დელონის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო.

ალენ დელონის უფლებების დამცველმა ასევე დაგმო კომენტარები, რომლებიც კინო ვარსკვლავისა და მისი ქალიშვილის, ანუშკასთვის „ზიანის მიყენებას“ ისახავს მიზნად.

ენტონი დელონმა „პარი მატჩთან“ მამის ჯანმრთელობით გამოწვეული თავისი შეშფოთების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ნოემბერს მან საჩივარი შეიტანა თავისი დის, ანუშკას წინააღმდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, დამალა რამდენიმე სამედიცინო გამოკვლევის შედეგები, რომელიც ალენ დელონმა გაიარა.

„ადამიანი, რომელსაც თავისი ოჯახით მანიპულირებს და იტყუება, ყველაფერზე წამსვლელია“, - განაცხადა ინტერვიუში ენტონი დელონმა.

„მსახიობმა მითხრა, რომ ვერ იტანს მისი ვაჟის, ენტონის აგრესიულობას, რომელიც გამუდმებით უმტკიცებს, თითქოს, ის უძლური ადამიანია, და რაც უფრო შოკის მომგვრელია მისთვის - მისი შვილი ეუბნება, რომ ეს მისთვის ბოლო შობაა“, - აღნიშნა ალენ დელონის ადვოკატმა.

„რომელ მამას შეუძლია შეეგუოს ამას?“ - ციტირებს კრისტოფ აიელა თავისი კლიენტის ნათქვამს.

ანუშკა დელონის საჩივარი ძმის წინააღმდეგ

კრისტოფ აიელამ, რომელიც ასევე ანუშკა დელონის ადვოკატია, განაცხადა, რომ მისი კლიენტი თავის ძმას, ენტონის „ცილისწამების, შეურაცხყოფის, მუქარისა და შევიწროების“ გამო უჩივის.

ადვოკატის თქმით:

„ანუშკა დელონი შოკირებული და დამწუხრებულია ენტონი დელონის მიერ გაკეთებული ცრუ და შეურაცხმყოფელი კომენტარებით. იგი აღშფოთებულია იმით, რომ ენტონიმ გაბედა მედიაში ისეთი ბრალდებების გავრცელება, რამაც არა მხოლოდ დააზარალა, არამედ შეარყია მათი მამის პატივი და ღირსება. მისი უნამუსობა ზიზღს იმსახურებს“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ზუკა ხუციშვილის მამის უკანასკნელ სიმღერას ასრულებს

🎥 „რა ბედნიერია ჩვენი ერი შენ რომ ჰყავხარ. ბრავო და ბრავო! “ – ანრი ჯოხაძის კონცერტის სატელევიზიო ჩვენება ინტერნეტსივრცეს იპყრობს

🔵როგორ ულოცავს ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორეს დაბადების დღეს - ფოტო