Digest Logo

ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილის ტიტული მიიღო

1762682254
ხანდაზმული წყვილი

ამერიკელები ლაილ და ელინორ გიტენსი მაიამიდან გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ, როგორც ქორწინებაში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული წყვილი. მათი საერთო ასაკი 216 წელი და 132 დღეა. ისინი 1942 წელს დაქორწინდნენ.

ლაილი 108 წლისაა, ელინორი კი 107-ის. მათი საერთო ასაკი აბსოლუტური რეკორდია დარეგისტრირებულ ოჯახურ წყვილებს შორის.

მათ ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს, როდესაც ატლანტაში, კლარკის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ქორწინების 83 წლის განმავლობაში მათ ბევრი რამ გადაიტანეს, მათ შორის ლაილის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში, ასევე ის, რომ ელინორმა 69 წლის ასაკში დოქტორის ხარისხი მიიღო.

როდესაც მეუღლეებს სთხოვეს, გაემხილათ ასეთი ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, ელინორმა უპასუხა: „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი“. ლაილი ​მეუღლის სიტყვებს დაეთანხმა. წარმატების ფაქტორებს შორის მათ დაასახელეს ყოველდღიური რიტუალები - ერთობლივი სადილი ღვინოსთან ან ლუდთან ერთად, ურთიერთპატივისცემა და ცხოვრებისადმი ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ჩემს მიმართ ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვიყო უკეთესი...“ - ლიკა კვარაცხელია იუბილარია

⭕„ინტუიცია და შინაგანი ხმა გზას გიჩვენებს...“ - ვისთვის იქნება იღბლიანი თვე ნოემბერი

🎥 „სინკარი დაეცა...“ - ტრაგედია თერჯოლაში, მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა