Digest Logo

არის თუ არა პუტინი კომაში - კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

1655382911
პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი

„მინდა, იმედი გაგიცრუოთ, პუტინი კომაში არ არის“, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. კადიროვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ პუტინი კომაში ჩავარდა. ინფორმაციას kavkazr.com ავრცელებს.

„წავიკითხე ეს სისულელე, თითქოს ჩვენი პრეზიდენტი კომაშია და ახლა მის შემცვლელს ეძებენ. მინდა, იმედი გაგიცრუოთ. მე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტს, მას ძალზე ომახიანი ხმა ჰქონდა“, - განაცხადა კადიროვმა.

კადიროვმა მოუწოდა ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ „პირი მოკუმონ, რადგანაც შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“.

ცნობისთვის, 14 ივნისს გამოცემა Obozrevatel-მა უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ პუტინი რეანიმაციაში აღმოჩნდა და ის აპარატზეა მიერთებული. პუტინის გარემოცვა კი ამ ინფორმაციას იქამდე დამალავს, ვიდრე მის მემკვიდრეზე შეთანხმება არ მოხდება.

15 ივნისს ჩინურმა ტელეკომპანია CCTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ტელეფონით ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს ესაუბრა და მათ „უკრაინის კრიზისის მოგვარების გზები განიხილეს“. 17 ივნისს კი იგეგმება პუტინის სიტყვით გამოსვლა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჯობია“ - თინა კანდელაკმა სექსის შემცვლელი იპოვა

🎥 „დღემდე არ იცის ინგლისური... ქართული ტრადიციები არ უყვარს“ - რას ჰყვება სოფო ჭყონია მამაზე

🎥 „არაფრის ღირსები ჩვენ არ ვართ!..“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მარიკა ბაკურაძე „ბრილიანტის ხიდიდან“