აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
BBC-ის ცნობით, მან ამომრჩეველთა კოლეგიის 162 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა კამალა ჰარისმა - 81 ხმა.
არჩევნებში გასამარჯვებლად საპრეზიდენტო კანდიდატს კოლეგიის ხმათა ნახევარზე მეტი, ანუ 270 ხმა სჭირდება.
რაც შეეხება პროცენტებს. ამავე გამოცემის ცნობით, ის ამ დროისთვის ასე გადანაწილდა - დონალდ ტრამპი - 52,2%. ხოლო კამალა ჰარისი - 46,4%.