Digest Logo

აშშ-ში 25 წლის წინ დაკარგული კაცი იპოვეს

1732724508
დაკარგული კაცი

აშშ-ში, 1999 წელს დაკარგული კაცი, რომლის შესახებაც მის ახლობლებს 25 წლის განმავლობაში არაფერი სმენოდათ, მალე ოჯახს დაუბრუნდება.

მიმდინარე წლის აპრილში, ლოს-ანჯელესში იპოვეს მამაკაცი, რომელიც ვერ საუბრობდა და თავის ვინაობას ვერ ასახელებდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მცდელობების მიუხედავად, მისი ოჯახის პოვნა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლეს.

ნოემბერში, დაკარგული კაცის დამ შემთხვევით ნახა USA Today-ის სტატია, სადაც ნაპოვნი მამაკაცის ფოტოც იყო გამოქვეყნებული. ფოტოზე მან საკუთარი დაკარგული ძმა ამოიცნო.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ თითის ანაბეჭდების საფუძველზე დაადასტურა, რომ ნაპოვნი ადამიანი სწორედ ის კაცია, რომელიც 25 წლის წინ დაიკარგა.

ახლა ოჯახი მოუთმენლად ელოდება ემოციურ შეხვედრას, რომელიც „მადლიერების დღეს“, 28 ნოემბერს უნდა შედგეს. დაკარგული კაცის და ამბობს, რომ ამ აღმოჩენამ მათი დღესასწაული განსაკუთრებულად ბედნიერი გახადა.

წყარო: rustavi2.ge