აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში, 4 წლის ბავშვს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
პოლიციამ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინება პარასკევს ღამით მიიღო და ადგილზე მისვლისას, სახლში მცირეწლოვანი ბავშვი დახვდათ, რომელსაც ცივი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული.
პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ბავშვის ოჯახის წევრია. მათი განმარტებით, ამ დროისათვის ბავშვის დეიდის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 4 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ამ დროისთვის სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამედიცინო ჯგუფმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ძებნაში მყოფი ქალის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ.
ასევე დაგაინტერესებთ: