ამერიკულმა კომპანიამ Journi Health წონის დასაკლები შოკოლადი, Melt გამოუშვა.
ის შეიცავს GLP-1 კლასის პრეპარატ ორფორგლიპრონს, რომელიც ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ის გასახდომი აბების აქტიური ინგრედიენტია. ის განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინექციების გაკეთება ან აბების გადაყლაპვა უჭირს.
შოკოლადი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით და მისი მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ (თითო კვადრატი). 24-ნაჭრიანი შეფუთვის ერთჯერადი შეძენა 315 დოლარი ღირს, ხოლო ყოველთვიური გამოწერის ფასი (ექიმის კონსულტაციის ჩათვლით) 189 დოლარია.
უსაფრთხოება და რეგულაციები. პროდუქტს არ აქვს გავლილი კლინიკური კვლევები და არ არის დამტკიცებული აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. როგორც WIRED და Daily Mail იუწყებიან, ის წარმოადგენს ორიგინალი პრეპარატის ე.წ. „კოპირებულ“ (compounded/copycat) ვერსიას. თავად Eli Lilly-მ აღნიშნული პროდუქტი გააკრიტიკა და მას „დაუმტკიცებელი ასლი“ და „მარკეტინგული ხრიკი“ უწოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა ელოდებათ ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში? - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი