ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.
იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:
„ვერძი, დეკემბრის პროგნოზი:
ბოლო თვეებში არსებული სირთულეები ვერძებთან, დეკემბრის 10 რიცხვიდან მთავრდება. მოვლენები იმის მიხედვით განვითარდება, თუ რა შეცვალეთ ბოლო 4 თვის მანძილზე თქვენი ცხოვრების ამა თუ, იმ სფეროში.
საბოლოოდ სრულდება ის სირთულეები, რომელიც ერთგვარ ჩიხში გამყოფებდათ, როგორც მატერიალური, ასევე ურთიერთობების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
10 დეკემბრამდე არ გირჩევთ რისკს. უმნიშვნელო კონფლიქტიც კი, შესაძლოა გამწვავდეს. ეცადეთ, ბრაზი და აგრესია გააკონტროლოთ და პრობლემის გადაჭრის მშვიდი გზები მოძებნოთ.
ფინანსური თვალსაზრისით, დეკემბრის მეორე ნახევრიდან ჰარმონიულია, ახალი საქმეების, ან ბიზნესის წამოსაწყებად, არსებული საქმის განსავითარებლად. შესაძლოა, გამოჩნდნენ თანამოაზრეები. გუნდური მუშაობა წარმატების მომტანია. შესაძლოა ძველი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა, ან გაუმჯობესება. გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების ალბათობა, მთელი თვის მანძილზე გრძელდება, თუმცა არ არის შემოსავლის პრობლემა.
საყვარელი ადამიანი და მეგობრები, ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებიან. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტია, ჰორმონალური და ძვალსახსროვანი სისტემა.
დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 13;18;19;20;22;23;
დეკემბრის დაძაბული დღეები: 1;3;5;7;10;11;24;25;30;
დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 2;4;26;27;28“, - წერს ხატია ბედოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ცნობები
⭕მნიშვნელოვანი თემა წყვილებისთვის! - რას წერს ფსიქოთერაპევტი მარტოობის და მიტოვების შიშზე