Digest Logo

აშშ-ში ციკლოსპორიაზის აფეთქებას მექსიკიდან შეტანილ სალათის ფოთოლს უკავშირებენ

1791447440
სალათის ფურცელი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გამოძიებით დადასტურდა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული პარაზიტული ინფექციის - ციკლოსპორიაზის მასშტაბური აფეთქების წყარო ცენტრალური მექსიკიდან იმპორტირებული აისბერგის ტიპის სალათის ფოთოლი გახდა. 

მედიის ცნობით, ინფექციით 12,800-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, ასობით პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 2 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ეს აშშ-ის ისტორიაში ამ პარაზიტით გამოწვეული სურსათისმიერი დაავადების ყველაზე დიდი აფეთქებაა. 

FDA-ის მიერ ჩატარებულმა მიწოდების ჯაჭვის გამოძიებამ სალათის ფოთოლი მექსიკიდან მომარაგებულ ერთ მიმწოდებელს დაუკავშირა. გამოკითხული პაციენტების 90%-მა აისბერგის სალათის მიღება დაადასტურა.

ამავდროულად, CDC ხაზს უსვამს, რომ გაფრთხილება კონკრეტულ მიწოდების ჯაჭვს ეხება და მაღაზიებში გაყიდული ყველა სალათის ფოთოლი ავტომატურად დაბინძურებულად არ ითვლება.

ამასთან, კომპანიამ ბაზრიდან სრულად გაიწვია ცენტრალური მექსიკიდან იმპორტირებული აისბერგის სალათის პარტიები.

FDA-სა და CDC-ის ინფორმაციით, ინფექციის ძირითადი ტალღა უკვე ჩახშობილია და დაბინძურებული პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში აღარ იმყოფება.

✕