როგორც ცნობილი ხდება, რუსი მომღერალი გრიგორი ლეფსი და მისი 20 წლის საცოლე ავრორა კიბა 2025 წლის მიწურულს დაშორდნენ. წყვილს შორის 44-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, რაც რუსულ საზოგადოებაში დიდი განხილვის საგანი გახლდათ.
რუსული მედიის ცნობით, 20 წლის ქალი ლეფსთან დაშორების შემდეგ დიდხანს არ დარჩენილა მარტოხელა და ვალენტინობის დღეს ბრაზილიაში გაფრინდა.
ამჯერად რუსული მედია კვლავ ალაპარაკდა ავრორა კიბას შესახებ, სავარაუდოდ, გოგონამ ახალი მეწყვილე მალევე იპოვა და ვალენტინობის დღეს ის 36 წლის რუს მილიონერ ბიზნესმენს, რუმსტამ გაჯიევთან ერთად ბრაზილიაში შეხვდა, რომელიც, წყაროს ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ნათესავია - მას ალიევის დის შვილად მოიხსენიებენ.
ახალი რომანი შესაძლოა მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი იყოს, თუმცა ოფიციალური კომენტარი ან უარყოფა არც ერთ მხარეს არ გავრცელებულა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავრორა კიბამ დაბადების დღის აღსანიშნავად დაახლოებით 30 მილიონი რუბლი დახარჯა. მედია კი ვარაუდობს, რომ აღნიშნული წვეულება სწორედ გუსტამ გაჯიევმა დააფინანსა.

რუსული ტაბლოიდების ცნობით, ავრორა შეძლებულ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდანვე ფუფუნებაში ცხოვრობდა. გოგონა უარყოფდა ლეფსთან დაკავშირებულ ყველა ჭორს და აღნიშნავდა, რომ ნიშნობა ფინანსური ინტერესის გამო არ მომხდარა.
ავრორა სოციალურ ქსელებში კრიტიკოსებს ასე პასუხობდა:
„დაბადებიდან „სასათბურე პირობებში“ ვცხოვრობდი და არ მჭირდებოდა ვიღაცის ფული, პოპულარობა და ა.შ. მე არ ვარ „ლეფსის ახალი ინტრიგა“ ან სათადარიგო ვარიანტი“.
თუმცა, უცნობია, რა გახდა მათ მხურვალე რომანის დასასრულის მიზეზი.
