აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დიპლომების გადაცემისას წაბორძიკდა და დაეცა.
ბაიდენი დაახლოებით საათ-ნახევარი იდგა, რათა 921 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთვა.
აშშ-ის პრეზიდენტს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარნენ და იგი თავის ადგილს დამოუკიდებლად დაუბრუნდა.
ცერემონია ინციდენტის შემდეგ მალევე დასრულდა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ბაიდენი თავს „კარგად გრძნობს“ და ცერემონიის შემდეგ თვითმფრინავში „ღიმილით“ ავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნინიმ ოცნება აიხდინა და თიკა ფაცაცია გაიცნო - ემოციური კადრები
🔵რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ წმინდა ნინოს ხსენების დღეს და როგორ უნდა მიულოცოთ ნინოებს ნინოობა