Digest Logo

ბანგლადეშში ქალმა, დაქორწინებული შვილის საყვარელთან ერთად გაქცევა, თვითმფრინავში ბომბის შესახებ ყალბი ზარით ჩაშალა ✈️☎️💔

1752651621
სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი

ბანგლადეშში ქალმა, თავისი დაქორწინებული ვაჟის საყვარელთან ერთად დაგეგმილი გაქცევა, თვითმფრინავში ბომბის შესახებ ზარით ჩაშალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი სახელად იმონი, 11 ივლისს {DACA} დაკიდან კატმანდუში თავის საყვარელთან ერთად აპირებდა გაფრენას. იმონის გეგმის შესახებ მისმა ცოლმა და დედამ შეიტყვეს. ქალებმა კაცის შეჩერება სცადეს, თუმცა იმონმა მათ არ მოუსმინა და სახლიდან წავიდა.

მოგვიანებით ნაცნობმა, ქალებს ურჩია, სადისპეტჩერო სამსახურში დაერეკათ და ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება დაეტოვებინათ, რადგან მიიჩნევდა, რომ ასე ფრენა, აუცილებლად გადაიდებოდა. იმონის დედამ ამ რჩევით ისარგებლა.

ავიაკომპანია Biman Bangladesh Airlines-ის რეისი შეჩერდა, 142 მგზავრი ხომალდიდან გადმოიყვანეს, ხოლო სპეცსამსახურებმა ბომბის ძებნა დაიწყეს, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს. მომხდარის გამო, გამოძიება დაიწყო. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მათი რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა.

იმონის, მისი დედის, ცოლისა და საყვარლის შემდგომი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 „ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი“ - როგორ მოვიქცეთ ძლიერი სიცხის დროს?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით