
მაღალ ტემპერატურას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ძლიერმა სიცხემ შესაძლოა ორგანიზმში წყლის დეფიციტი, გამოფიტვა, გადახურვა სითბური დაკვრაც გამოიწვიოს.
რჩევები, რომელიც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა გასცეს 👇
- სახლში სიცხემ ნაკლებად, რომ შემოაღწიოს დახურეთ ფანჯრები
- გამორთეთ ელექტრო მოწყობილები და ხელოვნური განათება
- მზის მხარეს ჩამოაფარეთ ფარდები
- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს
- ნუ გახვალთ გარეთ 10:00-დან 16:00 საათამდე, რადგან ამ დროს მზის სხივები განსაკუთრებით საშიშია.
- დატოვეთ ფანჯრები ღამით ღია
- ფიზიკური აქტივობისთვის კი უმჯობესია 04 - 07 საათამდე პერიოდი გამოიყენოთ
- ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით