თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდის, ლეო მესისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუზოს კავშირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მყარ და სამაგალითო სიყვარულის ისტორიად ითვლება. მათი გრძნობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მესი მსოფლიო დიდებას მოიპოვებდა და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.
წყვილმა ერთმანეთი ბავშვობაში, მშობლიურ არგენტინულ ქალაქ როსარიოში გაიცნო. ისინი ერთად გაიზარდნენ და ერთმანეთის გვერდით იყვნენ მანამ, სანამ ლეოს სახელს მთელი მსოფლიო გაიგებდა.

ანტონელას შესახებ მესიმ პირველად 2009 წელს ისაუბრა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს. როცა მას პირად ცხოვრებაზე დაუსვეს კითხვა, მესიმ უპასუხა, რომ ჰყავდა შეყვარებული არგენტინაში და მისი სახელი გახლავთ ანტონელა.

მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მათ 2017 წელს, სწორედ იქ, როსარიოში გადაიხადეს გრანდიოზული ქორწილი, რომელსაც ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.
ამის შემდეგ, 2012 წელს, მესის და ანტონელას ცხოვრებაში გამოჩნდა მათი პირველი შვილი ტიაგო, 2015 წელს კი მეორე – მატეო. იმის მიუხედავად, რომ წყვილს 2 შვილი ჰყავდა, მათი ქორწილი საზოგადოებამ 2017 წელს იხილა.

მესის კარიერის განმავლობაში მოპოვებული ყოველი „ოქროს ბურთის“, ყოველი ტიტულისა და ფეხბურთის ისტორიაში დაწერილი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მიღმა ყოველთვის იდგა ანტონელა. ის სპორტსმენის მთავარი დასაყრდენი და მოტივატორია.


დღეს ბავშვობის მეგობრები უკვე სამაგალითო ცოლ-ქმარი არიან. საფეხბურთო ლეგენდასთან ერთად, მათ უმშვენიერესი ოჯახი შექმნეს და სამ ვაჟს ზრდიან.
მესიმ ერთ-ერთ წერილში ანტონელასთვის მიცემული პირობა – „ერთ დღეს ჩვენ დავქორწინდებით“ , ნამდვილად შეასრულა და ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და მისი ბავშვობის სიყვარული ანტონელა როკუზო ბედნიერად ცხოვრობენ თავის 3 შვილთან ერთად.

