ნიუ-იორკის სასამართლომ დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპს უპირობო გათავისუფლება შეუფარდა. ინფორმაციას „ჰილი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილება ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა მიიღო.
„სასამართლო თვლის, რომ ერთადერთი სასჯელი არის უპირობო გათავისუფლება, რაც არის კანონიერი და დასაშვები სასჯელი ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებისთვის“, - თქვა მერჩანმა.
ტრამპმა უთხრა მოსამართლეს, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო.
უპირობო გათავისუფლება (unconditional discharge) ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩება, თუმცა თავად საქმე შეწყდება სასჯელის განსაზღვრის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს არ ემუქრება ციხე ან ჯარიმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „განსხვავებული ხელის თხოვნა...“ - „დანტესი“ ქუთაისიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს
⭕„გენიოსებს ვქრაშავ პატარაობიდან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე მოგზაურობიდან უახლეს ფოტოებს გვიზიარებს