4 ივლისს, დილით ჩეჩნეთში თავს დაესხნენ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტს ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრე ნემოვს. უცნობმა ნიღბიანმა პირებმა ისინი აეროპორტიდან გროზნოსკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს და სასტიკად სცემეს, გაუნადგურეს აღჭურვილობა და დოკუმენტები.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.
ელენა ჩეჩნეთში ზარემა მუსაევას საქმის სასამართლო პროცესის გასაშუქებლად მივლინებით ჩავიდა.
„კლასიკური გატაცება, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ეს უბრალოდ დიდი ხანია არ მომხდარა. დაიჭირეს, გადააგდეს ტაქსის მძღოლი მანქანიდან, მოვიდნენ ჩვენთან, თავი დაგვახრევინეს, ხელები შემიკრეს, იარაღი მომიტანეს თავზე. რაღაცნაირად ნერვიულად აკეთებდნენ ყველაფერს“, - უთხრა მილაშინამ საავადმყოფოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს.
მილაშინას დაუდგინდა დახურული თავის ტრავმა, მას აგრეთვე მოტეხილი აქვს ხელის თითები. ჟურნალისტმა რამდენჯერმე დაკარგა გონება. ადვოკატს ცემის გარდა, აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, თუმცა ის მაინც გეგმავს მონაწილეობას სასამართლო პროცესში.
ზარემა მუსაევა,რომლის სასამართლო პროცესის გასაშუქებლადაც იყვნენ ჩასულები, არის აბუბაკარ იანგულბაევის „წამების წინააღმდეგ კომიტეტის“ ყოფილი ადვოკატისა და ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა „ადათის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის იბრაგიმ იანგულბაევის დედა.
მუსაევა 2022 წლის იანვარში ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდიდან გაიტაცეს, გროზნოში წაიყვანეს და 15 დღით დააკავეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით გადაიყვანეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ფასკუნჯი გახდა - ვის ჰქონდა ფასკუნჯის ნიღაბი მორგებული
🎥 ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე საბერძნეთში მოგზაურობიდან მორიგ კადრებს გვიზიარებენ