ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა და ევროპის წამყვანი საკლუბო ტურნირი მე-15-ჯერ მოიგო.
ანგარიში მეორე ტაიმში, 74-ე წუთზე მადრიდელთა მცველმა, დანი კარვახალმა გახსნა. მეორე გოლი კი 83-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ 32 წლის კარვახალი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბის თავკაცი კარლო ანჩელოტი, გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ მოიგო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: