Digest Logo

ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანს ღორის ფილტვი პირველად გადაუნერგეს

1756213849
ჩინელმა მეცნიერებმა

ჩინეთში მეცნიერებმა, მსოფლიოში პირველად, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ფილტვი გადაუნერგეს. სხეულმა ორგანო არ უარყო, რაც ტრანსპლანტაციისთვის ცხოველების ორგანოების პერსპექტიულობას ადასტურებს.

„ტრანსგენური ღორების ფილტვები ადამიანის სხეულში აქამდე არასოდეს გადაუნერგავთ, შედეგად არ გვქონდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე პაციენტის იმუნიტეტს“, - აღნიშნეს ექიმებმა.

მათ დაადასტურეს, რომ გადანერგილი ორგანო 216 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

პროექტს პროფესორი ჰე ჯიანსინი ხელმძღვანელობდა, გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტიდან, რომლის გუნდი გენმოდიფიცირებული ღორების შექმნაზე მუშაობს.

ფილტვი 39 წლის კაცს გადაუნერგეს, რომელსაც ინსულტის შემდეგ კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირეს. ამ ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის მიუხედავად, მესამე დღეს მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტმა ღორის ქსოვილისადმი ანტისხეულები გამოიმუშავა, ამასთან, დაფიქსირდა ანთების ნიშნები და იმუნურ პასუხთან დაკავშირებული პოტენციური დაზიანებები.

მეცნიერების თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ პაციენტის სრული უსაფრთხოებისთვის ღორის დნმ-ის შემდგომი სრულყოფა არის საჭირო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება 29 აგვისტომდე საქართველოში? - სინოპტიკოსების პროგნოზი

⭕„დღეს თითქოს სამყარო ჩერდება, რომ საკუთარი ხმა უკეთესად მოისმინო...“ - რა უნდა გააკეთოთ 26 აგვისტოს, თაკო მელიქიშვილის რჩევები!

⭕„უკვე მენატრება ბათუმი“ - ორსული ნუკი კოშკელიშვილი დაისის ფონზე პოზირებს

წყარო: imedinews.ge