
სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, ცხედრებს პოულობენ.
როგორც BBC წერს, მათი რაოდენობა უცნობია.
„ნაპოვნია ცხედრები, მაგრამ, ოჯახების პატივისცემის გამო, არ ვაპირებთ დამატებითი მონაცემების მოწოდებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ვალენსიას რეგიონის ლიდერმა კარლოს მაზონმა.
ესპანეთში კოკისპირული წვიმა და სეტყვა იყო, რამაც რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ლეტურში, რომლის მოსახლეობაც 1000-ზე ნაკლებია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს წყალდიდობით გამოწვეული ქაოსი - ინგრევა ხიდები, წყალს მიაქვს ავტომობილები, ადამიანები, ხეებზე ძვრებიან, რომ წყლის ნაკადს გადაურჩნენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი