Digest Logo

დავ კემერონი და დამიანო დავიდი დაინიშნნენ

1761806565
: დავ კემერონი და დამიანო დავიდი

იტალიური როკჯგუფის Måneskin-ის ვოკალისტმა დამიანო დავიდმა თავის 29 წლის პარტნიორს, ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს დავ კემერონს ხელი სთხოვა.

TMZ-ს განკარგულებაში წყვილის ახალი ფოტოები აღმოჩნდა, რომელიც სიდნეიში მათ გასეირნების დროს არის გაკეთებული. სურათებზე კემერონს თითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია მსხვილი ბრილიანტით. ამასთან, მუსიკოსებს ნიშნობის ისტორია არ დაუდასტურებიათ.

ოქტომბრის დასაწყისში წყვილმა ურთიერთობის მეორე წლისთავი აღნიშნეს და ერთმანეთს სოციალურ ქსელებში გულის ამაჩუყებელი პოსტები მიუძღვნეს.

„ჩემი ცხოვრების ორი საუკეთესო წელი. სულ მცირე კვირაში ერთხელ ბედნიერებისგან ვტირი,იმიტომ რომ შენთან ერთად სიცოცხლე წარმოუდგენლად მშვენიერი გახდა. ისე ძლიერად მიყვარხარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ“, - დაწერა კემერონმა. დავიდმა კი შეყვარებულს ლაკონიურად უპასუხა: „ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მენოპაუზა - შესაძლებელია თუ არა მისი გადავადება და როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესი? - სპეციალისტის განმარტება

⭕TOP 3 ზოდიაქოს ნიშანი: მათთვის შემოდგომა განსაკუთრებულ სიურპრიზებს ამზადებს

⭕„უღრმესი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის!“ - რას წერს გია ბაღაშვილი

წყარო: imedinews.ge