პრინცესა დიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა, გაიხსენა ის ისტორიული მომენტი, როდესაც დედოფალმა ელისაბედ II-მ დიანასთვის „სამეუფო უმაღლესობის“ ტიტულის დაბრუნება შესთავაზა მას შემდეგ, რაც ის პრინც ჩარლზს, ბრიტანეთის ახლანდელ მეფე ჩარლზ III-ს, დაშორდა.
ცნობისთვის, 1996 წელს განქორწინების ოფიციალურად გაფორმებისას, დიანას ჩამოერთვა ტიტული „მისი სამეფო უმაღლესი უდიდებულესობა“ და დარჩა მხოლოდ ტიტული „დიანა, უელსის პრინცესა“.
ჩარლზ სპენსერის თქმით, დედოფალი ელისაბედი მზად იყო დიანასთვის ეს ტიტული შეენარჩუნებინა, თუმცა პრინცესამ თავად თქვა უარი. სპენსერმა აღნიშნა, რომ როდესაც დიანამ მას ეს გადაწყვეტილება გაანდო, რაზედაც ძმამ მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მე ვუთხარი მას, რომ ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. მას არ სჭირდებოდა ტიტულები იმისთვის, რისი გაკეთებაც სურდა და ვინც ის სინამდვილეში იყო. დიანა ისედაც დიანა რჩებოდა - ხალხის გულების დედოფალი - ტიტულთან ერთად თუ მის გარეშე“,- განაცხადა ჩარლზ სპენსერმა.
მისი თქმით, დიანას სურდა, სამეფო ოფიციოზისგან გათავისუფლებულიყო და საკუთარი გზით გაეგრძელებინა ცხოვრება, რაც მისმა შემდგომმა ქველმოქმედებამ და საზოგადოებრივმა საქმიანობამ მკაფიოდ გამოაჩინა.

