Digest Logo

დღეიდან პუტინის დაკავება სომხეთშიც არის შესაძლებელი

1679660823
პუტინისპუტინის

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტის მიხედვით აღებული ვალდებულების ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობა აღიარა. ამის შესახებ news.am იუწყება.

საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის რეტროაქტიურ აღიარებაზე. იურიდიული თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავება, რომელზედაც ჰააგის სასამართლომ ორდერი გასცა, სომხეთშიც არის შესაძლებელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. რომის სტატუტი 1993 წელს იყო ხელმოწერილი, მაგრამ სომხეთში ის რატიფიცირებული არ ყოფილა. ერევანში მიაჩნიათ, რომ რომის სტატუტის აღიარების შემდეგ შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანის წარმომადგენლების გასამართლება მთიან ყარაბაღში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინი ბრალდებულია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაში. პუტინი მესამე ქვეყნის ლიდერია, რომლის დაკავებასაც საერთაშორისო სასამართლო ითხოვს. მანამდე ასეთივე ორდერები სუდანის ლიდერის ომარ ალ-ბაშირისა და ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დაკავებაზე გაიცა.