ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ წრიულ გზაზე ბენზინმზიდი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
ზემოაღნიშნული წრიული გზა დიდი კაიროს მასშტაბით ერთმანეთთან აკავშირებს საკვანძო ავტომაგისტრალებს, კაიროს, გიზისა და კალიუბიის მუჰაფაზებს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანძარი გიზის ალ-ვარაქის რაიონში, გვირაბის თავზე გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.