საცხოვრებელ სივრცეში სარეცხის გაშრობამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ კლინიკურმა ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
სპეციალისტის თქმით, დახურულ სივრცეში სარეცხის გაშრობისას იზრდება ტენიანობა, არასაკმარისი ვენტილაცია კი სოკოსა და ობის წარმოქმნისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
„კონდიციონერშიც უამრავი მტვერი და ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს, ხოლო სახლში სარეცხის გაშრობა ნესტის წარმოქმნას უწყობს ხელს“, - აცხადებს ტოქსიკოლოგი.
ეკა ქურდაძის განმარტებით, პრობლემას შესაძლოა ამძაფრებდეს გაუმართავი სავენტილაციო სისტემა, გათბობის ჩართვა და წყლის მილებიდან გაჟონვა. ჭარბი ტენიანობის შედეგად სოკო განსაკუთრებით ხშირად სამზარეულოსა და სააბაზანოში ჩნდება.
სპეციალისტი მოსახლეობას ურჩევს, რეგულარულად გაანიავოს საცხოვრებელი სივრცე, იზრუნოს სავენტილაციო სისტემის გამართულობაზე და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სარეცხის გასაშრობად ცალკე სივრცე გამოყოს.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ამოვიცნოთ მოძალადე - კომუნიკაციის ექსპერტი 4 სიმპტომს ასახელებს