Digest Logo

„ელ-ნინიოს“ ეფექტი: ჩილეს ატაკამის უდაბნო ათასობით ჰექტარზე აყვავდა

1790148666
ელ ნინიოელ ნინიო

მსოფლიოს ყველაზე მშრალ რეგიონში, ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოში იშვიათი ბუნებრივი მოვლენა დაფიქსირდა. კლიმატური ფენომენ „ელ-ნინიოს“ მიერ გამოწვეული უხვი ნალექის შედეგად, უდაბნოს ათასობით ჰექტარი ტერიტორია იასამნისფერი და თეთრი ყვავილების ხალიჩით დაიფარა.

როგორც Euronews იუწყება, ეს ფენომენი ცნობილი როგორც „აყვავებული უდაბნო“, მიწის ქვეშ წლების განმავლობაში მძინარე მდგომარეობაში არსებული 200-მდე სახეობის მცენარისა და ბოლქვის გამოღვიძებამ გამოიწვია. 

ჩილეს ტყის ეროვნული კორპორაციის (CONAF) წარმომადგენლის, სესარ პისაროს განცხადებით, უდაბნოს ზოგიერთ ნაწილში 180 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც ამ რეგიონისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია. 

წყალმა ქვიშის ღრმა შრეებში შეაღწია. სპეციალისტების ვარაუდით, ყვავილობის პიკი ოქტომბერში მიაღწევს და ყვავილების ხალიჩამ შესაძლოა 15,000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვას.

უჩვეულო და შთამბეჭდავმა პეიზაჟმა ატაკამის ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში უკვე მიიზიდა ათასობით ტურისტი და ფოტოგრაფი. 

✕