Digest Logo

ევროკავშირი ილონ მასკის სოცქსელის, X-ის წინააღმდეგ რეკორდულ ჯარიმას ამზადებს

1743748688
 ილონ მასკი

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოები ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის სოციალური ქსელის, X-ის წინააღმდეგ რეკორდულ ჯარიმებს ამზადებენ. როგორც გაზეთი The New York Times წერს, სოცქსელი უკანონო კონტენტთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონის დარღვევის გამო უნდა დაჯარიმდეს.

სანქციების გამოცხადება ზაფხულისთვის იგეგმება, ჯარიმის გარდა, პროდუქტის ცვლილებების შეტანა იქნება მოთხოვნილი.

გამოცემის წყაროების ცნობით, ამჟამად ჯარიმის ოდენობა განიხილება, რომელმაც შეიძლება 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინოს. ამან სხვა კომპანიებს უნდა აჩვენოს, რომ ციფრული მომსახურების შესახებ კანონის დარღვევა დაუშვებელია.

ამასთანავე, ევროკავშირმა და X-მა ჯერ კიდევ შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებას, თუ სოციალური ქსელი მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებს შეასრულებს.

გასულ წელს ევროპულმა მარეგულირებელმა სტრუქტურებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ X არღვევს კანონს, რადგანაც გარე შემფასებლებს არ აწვდის შესაბამის მონაცემებს, რის გამოც რთულდება იმის შეფასება, თუ როგორ ვრცელდება სერვერებზე დეზინფორმაცია და სხვა მავნე მასალები. ასევე ევროკავშირის ორგანოებს მიაჩნიათ, რომ X არ უზრუნველყოფს სათანადო გამჭვირვალობას სარეკლამო კომპანიების მიმართ, რაც პლატფორმაც უცხო ქვეყნების ჩარევისგან უფრო დაუცველს ხდის.

ბრიუსელში მაღალჩინოსნები ელოდებიან, რომ ილონ მასკი ყველანაირ რეგულირებას შეეწინააღმდეგება. გასული წლის ივლისში მან ევროკავშირის პოლიტიკას ამ სფეროში ცენზურის ერთ-ერთი ფორმა უწოდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ამ ახალმა აღმოჩენამ შეიძლება შენს გამოჯანმრთელებაზე პირდაპირი გავლენა მოახდინოს!...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

⭕4 აპრილს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება