Digest Logo

ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა

1779000147
ბულგარეთი ბულგარეთი

ავსტრიაში, ევროვიზია 2026-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული ბულგარეთი გახდა. მომღერალმა დარამ (დარინა იოტოვა), რომელიც ქვეყანა ევროვიზიის 70-ე კონკურსზე წარადგინა სიმღერით Bangaranga 516 ქულა დააგროვა.

დარამ 173 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ისრაელელ მუსიკოსს, ნოამ ბეტანს. მესამე ადგილი რუმინელმა შემსრულებელმა, ალექსანდრა კეპიტენესკუმ დაიკავა.

ბოლო ადგილზე კი გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდა, რომელსაც მუსიკოსი Look Mum No Computer (სემ ბატლი) წარადგენდა - მან მხოლოდ 1 ქულა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 მაისს საქართველოში

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება