Digest Logo

„ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი გამოვლინდა

1778648114
ევროვიზია ევროვიზია

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც დღეს „ევროვიზია“ 2026-ის პირველ ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ, ფინალისტები გამოვლიდნენ.

ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი.

ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.

წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველო ჯგუფმა „ბზიკები“ სიმღერით On Replay წარადგინა.

კონკურსის მეორე ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართება.