აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში სამედიცინო ევაკუაციისთვის განკუთვნილი მსუბუქი თვითმფრინავი Learjet 5 ჩამოვარდა. როგორც CBS News Philadelphia წერს, თვითმფრინავმა კატასტროფა სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს განიცადა.
გამოცემის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, ბავშვი და პაციენტის თანმხლები პირი იმყოფებოდნენ.
საავადმყოფო Shriners Children's Philadelphia-ის წარმომადგენლის, მელ ბაუერის განცხადებით, თვითმფრინავს მათი პაციენტი - მცირეწლოვანი მექსიკელი გოგონა გადაჰყავდა.
მისი თქმით, ბავშვის მკურნალობა დასრულდა და ის სახლში ბრუნდებოდა.
თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა, რა დროსაც აფეთქდა. მომხდარის დროს, შენობებში ადამიანები იმყოფებოდნენ. წინასწარი ცნობებით, ექვსი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.