Digest Logo

🎥 საიდან გავრცელდა გინება საქართველოში და რა გავლენას ახდენს ბილწსიტყვაობა ბავშვზე - ზურაბ ვახანიას განმარტება

1793264669
 ზურაბ ვახანია

ზურაბ ვახანია - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, უკრაინის სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი „სალომე კასრაძის პოდკასტში“ ხსნის, რას ნიშნავს გინება ფსიქოლოგიურად და რა გავლენას ახდენს ბილწსიტყვაობა ბავშვზე: 

„რომ ვთქვი, სქესობრივი აღზრდა მახინჯურად არის-მეთქი, ერთ-ერთი მაგალითია ბილწსიტყვაობა მშობლების. 

გინება არის ძალიან მძიმე დაღი, როცა ბავშვს ხშირად ესმის და მით უმეტეს ოჯახში, ან ფილმებიდანაც.

რატომ?

რომ დაუკვირდეთ, რა არის გინება ფსიქოლოგიურად?

ეს არის აგრესიის გამოხატვა სქესობრივი კავშირებით, ესე იგი, თითქოს აგრესიას მე გამოვხატავ იმით, რომ ვამყარებ სქესობრივ ურთიერთობას და როდესაც ეს ძალიან ხშირია, ეს ორი რამ განუყოფლად უკავშირდება ერთმანეთს, აგრესია და სექსი გამოდის შინაგანად გადაჯაჭვული. 

სინამდვილეში, აგრესია სულ სხვა რამ არის, სექსი სულ სხვა. 

ისტორიულად გინება გააჩინეს მონღოლებმა, ისინი იყვნენ უდიდესი დამპყრობლები და მათი „რიტუალი“ იყო ის, რომ ჯერ ქალაქები დაეპყროთ და შემდეგ ქალები გაეუპატიურებინათ. მათთვის მართლაც ეს იყო, ჩვეული ყოფა იყო ეს მათთვის. მათთვის ნიშნავდა, მე რომ შენ გჯობნი ბრძოლაში, ქალები გაგიუპატიურე. ასე გავრცელდა გინება.

როცა ბავშვის ფსიქიკაში აგრესია და სექსი ერთმანეთს უკავშირდება, დამახინჯდება მისი ფსიქიკა. მხოლოდ ეს კმარა, რომ იგი ჯანსაღად სქესობრივად ვერ აღიზრდება“, - ამბობს ზურაბ ვახანია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ფსიქიატრი და ფსიქოლოგი - რატომ აიგივებენ ხშირად ერთმანეთთან ამ ორ პროფესიას და რა განსხვავებაა მათ შორის?

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოემოციური სიმშვიდე ორსულებისთვის? - რჩევები მომავალი დედებისთვის

🎥 „ეს არ არის რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივათ...“ - გსურთ, უფრო თავდაჯერებული გახდეთ? გაითვალისწინეთ ეს მნიშვნელოვანი რჩევები

✕