გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ნოტინგემის ცენტრში 3 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, აქედან 2 ადამიანი ილკესტონის გზაზე, ერთი კი მაგდალას გზაზე აღმოაჩინეს.
ასევე, მედია წერს, რომ ინციდენტი მოხდა მილტონის ქუჩაზეც, სადაც ფურგონის მძღოლი სამ ადამიანს დაეჯახა. მათ სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.
მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამივე ფაქტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
არსებული ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის პირი დაკავებულია.
BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველმა განაცხადა, რომ ილკესტონის გზაზე ახალგაზრდა კაცი და ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს.
პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი და შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებენ.
ცნობისთვის, ქალაქში რამდენიმე გზა დაკეტილია და შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. შემთხვევის ადგილებზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სამწუხაროდ, 120 პარტნიორი გოგონა გამოვიცვალე, სანამ შენ გიპოვიდი... “- ტარიელ სუარის აღიარება