თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი, რომლის წინააღმდეგაც სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული, გუშინ ლონდონიდან თურქეთში დაბრუნდა. ცნობილმა მსახიობმა გამოძიების ფარგლებში სასამართლოში ჩვენება მისცა. ასევე ცნობილი გახდა ერჩელის ჩვენების დეტალები, რის შემდეგაც მან სისხლისა და თმის ნიმუშები სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს მიაწოდა.
„ამჟამად სწავლას მიმარ სინანის სახელობის ხელოვნების უნივერსიტეტში ვაგრძელებ. გარდა ამისა, სამსახიობო საქმით ვარ დაკავებული.
რაც შეეხება საქმეში ნახსენებ სხვადასხვა ადგილს, ბებეკის სასტუმროს რესტორნების განყოფილებაში მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი საქმიანი შეხვედრებისთვის. ამის გარდა, ღამის ცხოვრება არ მაქვს.
არ დავსწრებივარ რაიმე დახურულ წვეულებას ან ღონისძიებას, რომლებიც სავარაუდოდ ბიზნესმენებმა გამართეს და პრესაში გაშუქდა. არასდროს ვიცოდი ამ წვეულებების ან ღონისძიებების შესახებ და არც მოწვევა მიმიღია. ცხოვრებაში არასდროს გამომიყენებია აკრძალული ნივთიერებები.
ჯანსაღ ცხოვრებას ყურადღებას ვაქცევ ჩემი სამსახურის გამო და არასდროს მინახავს ჰაქან საბანჯის აკრძალული ნივთიერებები მოეხმაროს. ეკრანის წინ 13 წელია ვარ და იმის გათვალისწინებით, რომ
მყავს აუდიტორია რომელზეც შეიძლება გავლენა მოვახდინო, ჩემი ცხოვრების სტილს ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ.
ვცდილობდი და კვლავ ვცდილობ, ყველასთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო და ჩემი ქვეყანა საუკეთესოდ წარმოვადგინო საზღვარგარეთ.
მე მწყინს, რომ ჩემი სახელი ამ საქმეში ასეა ნახსენები და არ ვეთანხმები ჩემს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.“- განაცხადა ერჩელმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
🎥 რა იწვევს სწრაფ გაჭაღარავებას – მარი მალაზონია მიზეზს განმარტავს