
გერმანელი სამართალდამცველები ქართველ კაცს ეძებენ, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
როგორც გერმანული მედია წერს, იძებნება 46 წლის კაცი, რომელმაც გაჩერებით ისარგებლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება დაზარალებულ ქალს, მძღოლმა ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლმქრობით შეძლო, შემდეგ კი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს გამოძიება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შეგეცვლებათ თუ არა ყოველთვიური შენატანი სესხზე? - საბანკო სექტორში სიახლეებია