Digest Logo

„გიული ალასანიამ უძრავი ქონება და მილიონი გრივნა შვილიშვილს გადასცა“- უკრაინული მედია ლიზა იასკოს და ექსპრეზიდენტის შვილზე წერს

1712577231
სააკაშვილი და იასკო

ბოლო დროს, უკრაინული მედია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ქალიშვილზე, რომელიც უკრაინელ სახალხო დეპუტატ, ლიზა იასკოსთან შეეძინა, აქტიურად წერს.

როგორც გამოცემაში ვკითხულობთ, გოგონამ კიევში საჩუქრად ბინა მიიღო, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, უკრაინაში არსებული უძრავი ქონება და მილიონი გრივნა შვილიშვილს გადასცა.

როგორც აღმოჩნდა, ლიზა იასკოს მიერ, დეკლარაციაში შეტანილია, რომ ბინა კიევში ქალიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ხოლო პირი, ვინც გოგონას ბინა გადაუფორმა, გიული ალასანიაა.

დეკლარაციის მიხედვით, ქონების ღირებულება 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა,(145 ათასი დოლარი).

გამოცემის ინფორმაციით, ლიზა იასკო და მისი ქალიშვილი ახლაც კიევის რაიონში, სოფელ ლესნიკში ცხოვრობენ, სადაც ექსპრეზიდენტი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა. სახლი სააკაშვილის დედის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ ლიზა იასკოს და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ, საზოგადოებისთვის 2020 წელს გახდა ცნობილი, ხოლო 2023 წლის ზაფხულს, ლიზა იასკომ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტისგან შვილი შეეძინა, შვილის ფოტო მას არ გამოუქვეყნებია და ამბობენ, რომ გოგონა ჯერ სააკაშვილის ახლობლებსაც არ უნახავთ.

„ჩვენ არ გვინახავს მიშას და ლიზას ქალიშვილი ჟასმინი, არც მე და არც დედაჩემს. ვიცით, რომ გოგონა 2022 წელს დაიბადა“,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ძმამ, დავითმა უკრაინულ მედიას, რამდენიმე თვის წინ განუცხადა.

ლიზა იასკომ შვილი დეკლარაციაში დაარეგისტრირა და იგი დედის გვარზეა მოხსენიებული, როგორც ჟასმინ იასკო მიხაილოვნა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕რეზი არველაძის შვილიშვილი, პატარა სოფია დედასთან ერთად – რა ფოტოს აქვეყნებს ვატო არველაძე?

⭕ დღეს, ახალი მთვარე ვერძშია და დაბნელების დერეფანი სრულდება - რატომაა ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ყველაფერი რაც, ამ დღეზე უნდა იცოდეთ

🎥 „სატანური დღეა, სიფრთხილე გვმართებს დღეს და ხვალ...“- მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

წყარო: informator.ua