Digest Logo

გოჩა კაკოიშვილი: ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი, მეგობრებმა სკამზე დამჯდარი ამიყვანეს

1746437353
გოჩა კაკოიშვილი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით, გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

იგი ასევე, საუბრობს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდზე. მისი თქმით, ისე იყო ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლაც ვერ შეძლო.

„პატიმრობა მომისაჯეს, წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრი წყაროში „კაპეზეზე“, სადაც აღარ დავწვრილმანდები, იქ რა მდგომარეობაც იყო. გათავისუფლებიდან ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი და მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, მეგობრებმა სკამზე დამსვეს და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის განმავლობაში, მეუღლე მეხმარებოდა დამჯდარს, აბაზანაში რომ დამებანა“ - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაქვთ ტიტანური ენერგია და ახლა შეგიძლიათ ყველას და ყველაფერს გადაუაროთ“ - როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს, ანზორ ოდიშარია ასტროპროგნოზი

🎥 „ობიექტური უნდა იყო და არა თვალდახუჭული“ - ნანი ბრეგვაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

🎥 „ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება, ჩემო პრინცესა“- ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს