Digest Logo

🎥 ჰოლივუდმა დევიდ ბეკჰემი დააფასა: ფეხბურთის ლეგენდას დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

1781335040
დევიდ ბეკჰემი

ფეხბურთის ლეგენდა, ინგლისელ დევიდ ბეკჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში - Hollywood Walk of Fame ვარსკვლავი გაუხსნეს. ცერემონია 12 ივნისს, ლოს-ანჯელესში გაიმართა და სიმბოლურად დაემთხვა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აშშ-ში ჩატარებული ნაწილის დაწყებას. Hello!-ს ინფორმაციით, გრანდიოზულ ცერემონიაზე, სპორტსმენს გვერდით მეუღლე, ვიქტორია ბეკჰემი და ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის ტომ კრუზი და ევა ლონგორია უმშვენებდნენ.

ბეკჰემმა ჰოლივუდის დიდების ხეივნის 2849-ე ვარსკვლავი Sports Entertainment-ის კატეგორიაში მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას ტომ კრუზმა ბეკჰემის ცხოვრება „ნამდვილ ჰოლივუდურ ისტორიად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სპორტსა და პოპულარულ კულტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

თავის მხრივ, ვიქტორია ბეკჰემმა ხაზი გაუსვა ქმრის შრომისმოყვარეობასა და იმ როლს, რომელიც მან ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეასრულა.

ემოციური იყო თავად ბეკჰემის გამოსვლაც. მან გაიხსენა ბავშვობა:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეს ჰოლივუდში ასეთი პატივით დამაჯილდოვებდნენ“.

ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ამერიკაში და იმ გზაზე, რომელიც 2007 წელს LA Galaxy-ში გადასვლის შემდეგ გაიარა.

დღეს ბეკჰემი ამჟამად Inter Miami CF-ის თანამფლობელი და პრეზიდენტია. მისი წვლილი როგორც ფეხბურთში, ასევე სპორტის გლობალურ პოპულარიზაციაში, ჰოლივუდის დიდების ხეივანმა განსაკუთრებული აღიარებით დააფასა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბეკჰემების შვილები, ბრუკლინისა და ნიკოლას გამოკლებით.

ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი იყო ის, რომ ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად სტუმრები მწვანე, ფეხბურთის მოედნის სტილში მოწყობილ ხალიჩაზე გაიარეს.

ნახეთ ფოტოკოლაჟი: