Digest Logo

იაპონიაში ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა, რის გამოც ავიარეისები გაუქმდა

1763317938
 ვულკანი საკურაჯიმა

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კიუსიუზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ვულკანი საკურაჯიმა კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში ამოიფრქვა. მოგვიანებით კიდევ ორი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის ვულკანის პირველი ამოფრქვევა თითქმის 13 თვის განმავლობაში, როდესაც ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლემ 4 კილომეტრს, ან მეტს მიაღწია.

ვულკანის ამოფრქვევის გამო ქალაქ კაგოშიმას აეროპორტში 30 ავიარეისი გაუქმდა.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან არ მომწონს ჩემში და არ მინდა ჩემ შვილებს ჰქონდეთ“ - გვანცა დარასელია ურთიერთობებზე

🎥 „ახლა რომ ვფიქრობ ისეთ სამსახურში მემუშავა, სადაც...“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია

⭕„სირთულეები გელით...ყოფილები? - ესეც... ოღონდ ემოციურად აღარ მივუდგებით“ - ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი