Digest Logo

IDF: ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი

1698223937
ჰამასიჰამასიჰამასი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორზე ავიაიერიშის შედეგად გარდაიცვალა ჰამასის ჩრდილოეთის ბატალიონის მეთაური, ტაისირ მუბაშერი.

IDF-ის ცნობით, მუბაშერი წინა პერიოდში ჰამასის საზღვაო ძალების მეთაურად მსახურობდა და ასევე ეკავა რამდენიმე თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია ტერორისტული ჯგუფის იარაღის წარმოებასთან.

„მუბაშერს აქვს დიდი გამოცდილება სამხედრო სფეროში და როგორც მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობს ტერორისტულ თავდასხმებს, ითვლება ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურთან, მუჰამედ დეიფთან დაკავშირებულ პირად“, - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

თავდაცვის ძალების ცნობით, მუბაშერი იდგა 2002 წელს გუშ კატიფში, აცმონას სამხედრო აკადემიაზე სასიკვდილო თავდასხმის და IDF-ის წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი იერიშის უკან.

7 ოქტომბერს 2 ათასზე მეტი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, განურჩევლად დაიწყეს ადამიანთა ხოცვა. თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა. ტერორისტებმა, დაახლოებით, 200 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი უწყვეტი საჰაერო დაბომბვა დაიწყო. შედეგად, სექტორი, რომელსაც მთლიანად „ჰამასი“ აკონტროლებს, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. საერთაშორისო აქტორები — გაერო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, აშშ — აქტიურად არიან ჩართული მოლაპარაკებებში, რათა ისრაელმა ბლოკადა შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეშვება დაუშვას. ამ დროისათვის ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიტანეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იყვნენ თუ არა ებრაელი იესო ქრისტე და მისი დედა სინამდვილეში „ქართველები“ ? - დეკანოზ თამაზ ლომიძის განმარტება

🎥 რატომ ეკრძალებოდათ ქართველ ტელეწამყვანებს ეთერში საყურის ტარება, ფერადი სამოსი და ზოგჯერ ღიმილიც კი?

🎥 „გოგონა და ვაჟი მშობლის ქონებიდან წილს თანაბრად იმსახურებენ“ - როგორ ნაწილდება ქონება ანდერძის მიხედვით?