Digest Logo

ინგლისში ვოლიერიდან გაქცეულებმა დათვებმა თაფლის ერთი კვირის მარაგი შეჭამეს: „მერე ისე ტკბილად ეძინათ, ჩვენზე მეტი ბედნიერება ჰქონდათ სახეზე“

1750943656
დათვი, ველური დათვი

ინგლისში ერთ-ერთ კერძო ნაკრძალში - სამი ველური დათვი ვოლიერიდან გაიპარა და პირდაპირ თაფლის საწყობს დაესხა თავს.

ცხოველებმა მთელი კვირის საკვების მარაგი ერთ ღამეში გაანადგურეს – მათი მთავარი სამიზნე კი, რა თქმა უნდა, თაფლი აღმოჩნდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დათვებს საოცრად „მოწესრიგებული გეგმა“ ჰქონდათ – ისინი ჯერ ელექტრონულ კარებს მოშორდნენ, შემდეგ კი ტკბილეულის საწყობი ჩუმად და სწრაფად დააცარიელეს.

ნაკრძალის მფლობელის თქმით, დათვებს სახეზე ბედნიერება ნამდვილად ეტყობოდათ:

„ერთ ღამეში 40 ქილა თაფლი გაქრა. დათვებს მერე ისე ტკბილად ეძინათ, ჩვენზე მეტი ბედნიერება ჰქონდათ სახეზე“.

ცხოველები უკვე დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე და მენეჯმენტიც უსაფრთხოების დამატებით ზომებს იღებს. თუმცა, როგორც ჩანს, დათვებმა კარგად იციან - სად ინახება ნამდვილი განძი!