Digest Logo

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“ - პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პოსტი დატოვა

1712951629
გიორგი აბდალაძეა

პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პოსტი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც თავად წერს, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება - “, - წერს გიორგი აბდალაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

15-იდან 23 აპრილამდე თვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია, რა დროსაც წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ

როგორ დავიცვათ თავი და ვიხსნათ ახლობლები ჯადო-გათვალვისგან

„ჩემო სიყვარულო“ - მარიამ სანოგო ქმარს დაბადების დღეს ულოცავს